ნინო ქეთელაური
(06.12.2017)

"მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან არ აწყობს, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაზე მაღლა სამართალი დგას", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კიევში მიმდინარე პროცესებსა და სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების საკითხს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი დღეს საქართველოში აქტუალური აღარ არის და მისი საკითხის გადაწყვეტა სამართლებრივ ჭრილში, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება.

"მადლობა ღმერთს, ის აღარ არის აქტუალური ჩვენს ქვეყანაში. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურები და სამართლის ნორმების საქმე. ყველაფერს შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ და ამ პროცესში ჩართული იქნებიან ქართული შესაბამისი უწყებები. მთავარია სამართლებრივად მოქმედება, პოლიტიკური კუთხით კი, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური საქართველოში. მნიშვნელოვანი არ არის, საქართველოს ხელისუფლებას რა აწყობს ან რა არ აწყობს. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართალი დგას პოლიტიკაზე მაღლა და ამ ჭრილში უნდა გადაწყდეს საკითხი," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კიევში განვითარებული მოვლენების ფონზე, შესაძლოა თუ არა, რომ სააკაშვილი "ქართული ოცნების" პოლიტიკურ პრობლემად იქცეს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 თემურ ნანეიშვილი ფიზიოლოგი): თუ უკრაინის ხელისუფლების უნიათობა ასე გაგრძელდა, სავსებით შესაძლებელია, რომ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკურ პრობლემადაც იქცეს.

 

 

 

 ანა რატიანი (ჟურნალისტი):ეს კაცი არ ამთავრებს პროვოკაციებს. მე ის ვიცი, რომ მას სიკეთე არავისთვის მოუტანია, არც საქართველოსთვის 9 წლის განმავლობაში და არც უკრაინელებს აწყობიათ ცხოვრება. ეს პროვოკაციები ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს.

 

 

 

 სერგო ვარდოსანიძე ისტორიკოსი):ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. "ქართული ოცნების" პრობლემად შეიძლება იქცეს ის სოციალური ფონი, რომელიც ახალი წლის წინა პერიოდშია ქვეყანაში. ამის გამოყენება ნებისმიერ პოპულისტს შეუძლია.

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი):სააკაშვილი ქართული პოლიტიკის პრობლემად რომ იქცეს, გამორიცხულია, მაგრამ დიდ სახელმწიფოებს ის უკრაინელების პოლიტიკურ პრობლემად რომ უნდათ აქციონ, ეს ფაქტია.

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): არა მგონია, რომ კიევში განვითარებული მოვლენები ჩვენთვის უსაფრთხოა. ამას შესაძლოა, რევოლუცია არ მოჰყვეს, მაგრამ რაღაც ჩოჩქოლსა და მღელვარებას რომ გამოიწვევს, ცხადია.

ჩაწერა სახელი
li (07.12.2017)
რაო, ირმაჩკა, გუშინ კავკასიაზე გისმენდი და შემრცხვა შენისთანა უჭკუო ქალს პროგნოზებს რომ სთხოვენ, როგორც გავარკვიე, მართალია შენთვის მიშას არაფერი არ დაუშავებია, მაგრამ თურმე სულ გაკანკალებდა და შისისაგან დაზაფრული დადიოდი! ვაი შენ და შენისთანებს, მეცოდებით, მლიქვნელთა კასტავ! თქვენისთანების ბრალია, დღეს რომ მოსახლეობის 80% მართლა დაზაფრული დადის, თქვენი სინსილა რომ გაწყდება წითელი ინტელიგენციის ნაშიერებო, მაშინ ეშველება ჩვენს ქვეყანას!!!!!!!!!!!!!!!!!!

anas (06.12.2017)
სააკაშვილი რომ არ ყოფილიყო დღესაც ნავთის კალისტრებით ირბენდით ევროპაში უვიზოდ გასვლის მაგიერ!!მიშა რა თქმა უნდა პრობლემაა ქართული ოცნების და მათი მლიქვნელების ,მაგრამ მარტო ისინი არ არიან საქართველოს მოსახლეობა,ისინი უმცირასობაში არიან!!