ნინო ქეთელაური
(29.11.2017)

მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.

გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ მერაბიშვილი იყო ჩამოცილებული პოლიტიკური პროცესებისგან აღნიშნული დაკავების საფუძველზე.

"მეთვრამეტე მუხლი ნიშნავს იმას, რომ მისი დაკავების საფუძველი არ გამომდინარეობდა იმ მტკიცებულებებიდან, რომლებიც პროკურატურას გააჩნდა, ანუ მოხდა მისი ჩამოცილება სხვა მიზნების გამო. დღეს ჩვენ გვყავს სტრასბურგის სასამართლოს მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს მისი გათავისუფლება", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

აღნიშნულს უკრაინიდან გამოეხმაურა საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს.

ხელისულებაში კი აცხადებენ, რომ ვერავითარი ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, 17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება, წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი. შესაბამისად, ყველანაირი სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ მისი წინასწარი პატიმრობა პოლიტიკურ შეფერილობას ატარებდა, არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ ცალსახად და დასაბუთებულად უარყოფილი.

მისივე თქმით, თავად მერაბიშვილის მიერ მოთხოვილ 15 000 ევროს ნაცვლად, დიდმა პალატამ სახელმწიფოს არამატერიალური ზიანისთვის 4 000 ევროს გადახდა დააკისრა.

მოუწევს თუ არა ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეს იმდენად რთული თემაა, ალბათ, იურისტების განსჯის საგანი უფროა. თუმცა, ჩემი ვარაუდით, ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაითვალისწინებს და ამის გამო ვანო მერაბიშვილს არ გაათავისუფლებს.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): თუ სტრასბურგის სასამართლოს ხელისუფლება ენდობა, მაშინ, ალბათ, უნდა გაათავისუფლოს. თუმცა, მე პირადად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ვენდობი არასდროს.

 

 

 

 ირმა სოხაძე (მომღერალი): თუ სტრასბურგის სასმართლოს მიერ მოყვანილი დარღვევები საკმარისია იმისთვის, რომ მერაბიშვილი გაათავისუფლონ, ალბათ, ასეც იზამენ. მაგრამ ჩვენც საკუთარი კანონები გვაქვს და ასე ბრმად ხომ არ ვედნობით და ვექვემდებარებით ვინმეს. ამიტომ, მე მაინც ვფიქრობ, რომ არ გაათავისუფლებენ.

 

 

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ მისი დაკავებაც და წინასწარი პატიმრობაც იყო კანონიერი. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას არ დაუკმაყოფილეს, ეს არის ღამე გაყვანის ეპიზოდი, რაც ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა. ეს იწვევს ეჭვს, რომ შესაძლოა, ის გაყვალინი იყო არა იმ მუხლებით, რომლებითაც მას დასდეს ბრალი, არამედ სხვა საქმეშიც უნდოდათ მისი გამოყენება. აღნიშნული დაღვევა ევროსასამართლომ შეაფასა 4 ათას ევროდ. იქ არანაირ გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და არც იმაზე, რომ მისი განაჩენი იყო არაკანონიერი. ეს ვერ გახდება მისი გათავისუფლების საფუძველი.

ჩაწერა სახელი
Xxx (12.12.2017)
rogor momewona lis da rozalis komentarebi, dRes Tqvens msgavsad mosaxleobs didi nawili fiqrobs, male ki 90% aqamde miva, rac qocebis dasasruli iqneba da rac mTavaria amovisunTqebT am amazrzeni mlokavebisagan erTxel da samudamod!!!!!

ლი (08.12.2017)
ჯანელიძის ქალო, რა ჭკვიანი ხარო!!!! ვითომ მუსიკოსო, მუსიკაში ვერ გარკვეულხარ და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში როგორ გაერკვევი, რა უსუსური და არაფრის მთქმელია თქვენი პასუხები; ირმა, შენ და შენისთანები რა თქმა უნდ სტრასბურგის სასამართლოს არ ენდობით, სამაგიეროდ ენდობით ბესელას, წულუკას, და მათ მსგავს უმსგავსო პირებს, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, თქვენც მლიქვნელთა კასტავ მანდ მოიაზრებით, ამდენად თქვენგან არასოდეს არ მივიღებთ ობიექტურ პასუხებს!

როზალი (02.12.2017)
რა ამაზრზენი ხარ დედაკაცო -კაკაბაძე, გული და მუხლები გიკანკალებს ემანდ ნაცები არ დაბრუნდნენ და არ გამოიძიონ კრიმინალებისგან ჩემს მიერ აღებული მილიონებიო, რის საფუძველზეც დღეს პოლიტპატიმრებად ითვლებიან. გაკანკალებს იმ ხუთოთახიან, ევროსტანდარტებით გარემომონტებული ბინის კონფისკაცია არ მოხდესო, ამიტომაა ყველა არხზე ბოდავ, გაჰკივი ფსიქიურად შერყეულივით, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც მოგიწევს პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა და გლდანის გარემონტებულ საკკანში ჩაჯდომა.