თიკო ოსმანოვა
(06.10.2017)

"ჩემი მერობის დროს არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა," - ასე უპასუხა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებსა და უკვე ჩატარებულ სამუშაოებს მისი მერობის პერიოდის დასასრულს.

კითხვაზე, რომელი პროექტის განხორციელება ვერ მოახერხა მერობის პერიოდში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს არის ახალგაზრდული ცენტრი, რომლის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა განხორციელება ფინანსების გამო ვერ მოხერხდა.

"ჩემი წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის ჩემს სამუშაო მაგიდაზე მქონდა, როდესაც ყოველი წლის დასაწყისში განსახორციელებელ პროექტებს ვგეგმავდი.

"ჩემი მერობის დასასრულს კიდევ ერთხელ გავაანალიზე ჩემი წინასაარჩევნო პროგრამა და დაპირებები და არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა - ეს არის ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობა, რომელსაც დავპირდი ჩვენს ახალგაზრდებს. ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტი მზად არის, ტერიტორია შერჩეულია, უბრალოდ, გამომდინარე ფინანსური რესურსების შეზღუდულობიდან, ვერ ჩავსვით წელს ეს პროექტი," - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შეასრულა თუ არა დავით ნარმანიამ ყველა დაპირება? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 ნოდარ ნათაძე პროფესორი): დეტალები არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. დოკუმენტი უნდა აიღო და ისე უნდა შეაფასო, ზეპირად საუბარი ძნელია.

 

 

 

 

 ლადოვარდოსანიძე არქიტექტორი):რა თქმა უნდა, ვერ შეასრულა. ვერც ერთი პოლიტიკოსი ყველა დაპირებას ვერ შეასრულებს ვერასდროს. ეს არის საარჩევნო ტექნოლოგიები, რომელიც თავის დროზე გამოიგონეს და რომელსაც ახლაც აქტიურად იყენებს პოლიტიკოსების უმრავლესობა. ასე რომ, განცხადება, მე მგონი, ზედმეტად გადაჭარბებული ოპტიმიზმით არის გაჟღენთილი და სიმართლეს არ შეესაბამება. კარგად მახსოვს წინასაარჩევნო შეხვედრები ნარმანიასთან, როდესაც ბევრ რამეს ვთავაზობდით ურბანისტები. ყველაფერზე გვეთანხმებოდა, მაგრამ შემდეგ არაფერი გაუკეთებია. თუ გნებავთ, კონკრეტულ მაგალითსაც გეტყვით.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს ბორჯომში ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ბატონი ნარმანია დაგვპირდა, რომ ჩამოაყალიბებდა ქალაქ თბილისის საკვლევ-საპროექტო ინსტიტუტს, რაც აუცილებელია ქალაქისთვის. დღემდე ძვრა არ აქვს ამ საკითხს. უბრალო დაპირება დარჩა დაპირებად. ასე რომ, კონკრეტულად რომ ვილაპარაკოთ, ერთი კი არა, ორი დაპირება ვერ შეასრულა მინიმუმ.

 მიხეილ ცაგარელი ასტროლოგი):რასაკვირველია, არა. ამაზე თუ მიდგა საქმე, თავიდან უნდა ამოიღოს ყველა ის დაპირება, რომელიც გასცა და ვნახავთ, რომ არ არის შესრულებული. მაგალითად, მთავარი დაპირება იყო "სითი პარკი", რომელიც ბოლომდე ვერ გადაწყდა. არ გადაწყდა ბევრი სხვა საკითხი, რომელიც უკავშირდება ინფრასტრუქტურულ პროექტს, პარკინგების მოწყობას - არაფერი ამდაგვარი არ გაკეთებულა. საუბარი იყო ესტაკადებზე და გვირაბებზე, რომ მომხდარიყო გზების განტვირთვა, მაგრამ არც ამ მიმართულებით განხორციელებულა რამე. სხვა საქმეა, რატომ არ მოხდა და ეს ალბათ უფრო საინტერესოა. ამას ხომ ექნებოდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი):ყველა კი არა, მე მგონი, არც ერთი არ შეუსრულებია. მაგალითად, მთავარი დაპირება არ შეუსრულებია - "სითი პარკი" ისევ იტაცებს მანქანებს. მწვანე ნარგავებზე აღარ მაქვს საუბარი, პირიქით, იჭრება ხეები.

ჩაწერა სახელი