გვანცა ღვედაშვილი
(04.10.2017)

ოპოზიცია პარლამენტში უახლოეს პერიოდში წარადგენს ინიციატივას, რომლის თანახმადაც, საერთოდ უნდა აიკრძალოს სიმბოლურ ფასად გადაცემა გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

"უნდა აიკრძალოს თუ არა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად, მაგალითად, 1 ლარად და კონკრეტული ვალდებულებებით გაყიდვა?" - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე (ფერმწერი): რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ უნდა აირძალოს 1 ლარად სახელმწიფო ქონების გაყიდვა და ამასთან, მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული საინვესტიციო პირობები. დღეს რაც ხდება, სამარცხვინოა. ის, რაც ქოცური მმართველობის პირობებში თავს დაგვატყდა, დაუშვებელია.

 

 

 

 იური მეჩითოვი ფოტოგრაფი): ძალიან რთული კითხვაა, ანუ ეს ნიშნავს, უნდა აჩუქოს თუ არა სახელმწიფომ გაკვეულ პირებს ქონება, ხომ? თუ რამე დამსახურება აქვთ ამ პიროვნებებს, მაგალითად, არის ძალიან ნიჭიერი მხატვარი და სახელმწიფომ აჩუქოს ფართი. მაგალითად, მე ვარ ფოტოგრაფი, რომელსაც არ აქვს საკუთარი სტუდია და სულ ვფქირობ, როდესმე სახელმწიფო მოიფიქრებს და მაჩუქებს რამეს? - ამ შემთხვევაში მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მე მაჩუქოს, არამედ ზოგადად იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე დამსახურება აქვს. ზოგადად ხალხის გაღიზიანება ასეთ შემთხვევებში, ვფიქრობ, არ იქნება.

 

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): ვფიქრობ, შესაძლებელია აიკრძალოს ერთ ლარად სახელმწიფო ქონების გასხვისება, რადგან ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ ეს ქონება ნორმალური ადამიანების ხელში მიდიოდეს. ახლა ფაქტობრივად ხდება მიტაცება და ამ უფლების ბოროტად გამოყენება, ამიტომ სასურველი არ არის, რომ ასეთი დაშვება არსებობდეს.

 

 ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ალბათ უნდა აიკრძალოს, რადგან ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში არადამაჯერებელია ინვესტიციები, რომლებიც ერთ ლარად შეძენილი ქონების შემთხვევაში იდება. თუ მილიონ ლარად ფასდება ინვესტიცია, მაშინ რაღაც თანხაც გადაიხადონ ამ ქონებაში, მით უმეტეს ხშირია შემთხვევები, როცა ინვესტიციის გარეშეც ხდება ქონების სიმბოლურ ფასად გასხვისება.

რა თქმა უნდა, ეს უნდა აიკრძალოს. არავის აქვს უფლება, ხალხის ქონება ვიღაცას გადასცეს ერთ ლარად, ეს მანდატი მოსახლეობას ხელისუფლებისთვის არ აქვს მიცემული.

 

 გია ანჩბაძე (ისტორიკოსი): სულ აკრძალვა რამდენად მიზანშეწონილი იქნება, არ ვიცი, თუმცა ასე თავისუფლად, როგორიც ახლა ხდება, ქონების ერთ ლარად გადაცემა არ უნდა ხდებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაშვებული უნდა იყოს, თუმცა ამას ძალიან ბევრი ნებართვა უნდა სჭირდებოდეს. წარამარა ასე ქონების გასხვისება არათუ ჩვენი ქვეყნისთვის, დიდი ქვეყნებისთვისაც არ არის მიზანშეწონილი. ამასთან, აუცილებელია, რომ ქვეყანამ რაღაც სარგებელი მიიღოს ასეთი ტიპის გასხვისებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაუშვებელია.

ჩაწერა სახელი