გვანცა წულაია
(21.04.2017)

საკონსტუტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომლის ნაცვლად მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ჩამოყალიბდება ეროვნული თავდაცვის საბჭო. მას საქართველოს პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. ეროვნული თავდაცვის საბჭო საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე იფუნქციონერებს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ მუდმივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, უშიშროების საბჭოს გაუქმება სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

მისი განცხადებით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა 24 საათის განმავლობაში უნდა ზრუნავდეს უსაფრთხოებაზე.

"დარწმუნებული ვარ, საზოგადოება, რომელიც მიუხედავად იმასა, ის არის თუ არა დეტალებში ჩართული, ნათლად დაინახავს იმ საფრთხეს, რომელიც ამ ცვლილებიდან მოდის და შესაბამის სიტყვას იტყვის", - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

უნდა გაუქმდეს თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭო? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ლელა ოჩიაური (კინომცოდნე):  არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. ძალიან მყარი და სისტემური სტრუქტურაა. ძალიან დიდი პროცენტია იმისა, რომ აღნიშნული საბჭოს გაუქმებამ, საფრთხის შემთხვევაში, ქვეყნის უსაფრთხოებაში სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. არაფრით არ უნდა დაუშვან და არ მესმის ასეთი გადაწყვეტილება რატომ არის მიღებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბედის ანაბარა ვრჩებით.

 

 

 სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): ეროვნული უშიშროების საბჭო ამჟამად რა ფუნქციას ასრულებს - ფაქტობრივად, იკრიბებიან და მსჯელობენ იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში დგას. არსებობს ორი საბჭო. ერთი პრეზიდენტთანაა, მეორე პრემიერ-მინისტრთან.

ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახალი სტუქტურა შეიქმნას. ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ, თუ დიდი რისკ-ფაქტორები წარმოიქმნება, კოორდინაციის ფორმატი შეიძლება სხვა არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და უშიშროების მინისტრს შორის უნდა იყოს.

 

 ლაშა ჩხარტიშვილი (ა.ო "დემოკრატიის  ნსტიტუტის" ხელმძღვანელი): ვფიქრობ, რომ უშუშოების საბჭო არ უნდა გაუქმდეს. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუტის პრაქტიკულად გაუქმებასთან გვაქვს საქმე.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის პროცესების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ის, რომ ერთპიროვნული მმართველი იყოს ქვეყანაში. ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ აღმოსავლურ-რუსული ტიპის დიქტატურულ სახელმწიფოდ არ ჩამოვყალიბდეთ.

დემოკრატიულ საქართველოს, მსგავსი კონსენსუსის მიღება ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს. იმდენად მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანას ცდილობენ, რომ აღნიშნული საკითხი, მათ შორის პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საკითხი, უნდა იქნას რეფერენდუმზე გატანილი. ხალხმა გადატყვიტოს როგორი სახელმწიფო უნდათ.

 ირმა სოხაძე (მომღერალი):  ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი თავდაცვის საბჭო რამდენად საჭიროა და რას აკეთებს. ზოგადად ის ცვლილებები, რაც შემოაქვთ, რატომ კეთდება, ვერ ვხვდები. არ მესმის. არავინ ამას არ ხსნის. თქვეს, სახალხო მჯელობა იქნებაო, მაგრამ არ არის.

 

 

 

 

 ქეთი ბექაური (იურისტი):  ჩემი აზრით, არ უნდა გაუქმდეს. ეროვნული უშიშროების საბჭოს აქვს ისეთი დატვირთვა, რომელიც ქვეყანაში უნდა არსებობდეს. საჭიროა არსებობდეს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ქვეყნის მდგომარეობას თუ გავითვალისწინებს. ამ სტუქტურად სწორად უნდა იფუნქციონიროს. ზოგადად ყველაფრის გაუქმებას არ მივესალმები.

ჩაწერა სახელი