გვანცა წულაია
(19.04.2017)

კონსტიტუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების ასახვა იგეგმება. პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის ნაცვლად, ირიბი წესით - ე.წ საარჩევნო კოლეგიის მიერ იქნება არჩეული. მაჟორორიტაული საარჩევნო სისტემა უქმდება და საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით ჩატარდება. პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. პარლამენტის ადგილმდებარეობა კონსტიტუციით განსაზღვრული აღარ იქნება. ბოლო ძირითადი ცვლილება, რომელიც გუშინ იქნა დამატებული, ესაა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

საკონსტიტუციო კომისია მიმდინარე კვირის ბოლოს შემაჯამებელ სხდომას გამართავს. სხდომა, სავარაუდოდ, შაბათს ან კვირას გაიმართება.

მისაღებია თუ არა საკონსტიტუციო კომისიის მიერ მოწონებული ძირითადი ცვლილებები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (ხელოვნებათმცოდნე): არსებობს ერთი-ორი ცვლილება, რომლებიც ძალიან მომწონს. არ ვიცი, ძირითად ცვლილებაში შედის თუ არა, მაგრამ ქორწინების შესახებ ფუნქტი ძალიან მომწონს. ჩვენ ხომ ზოგიერთი ევროპის ქვეყნის ყველაფერი მოგვწონს, განსაკუთრებით - ჩვენი დიადი მეგობარი ამერიკელების. ისინი ასე იქცევიან. ამ ყველაფერში ტრაგედია არ უნდა იყოს.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ჩემთვის მიუღებელი ისაა, რომ სწორედ ცვლილებები არ ჩანს. მაგალითად, ცალსახად არაა ნათქვამი, პარლამენტი თბილისში დაბრუნდება თუ არა. არსებობს რაღაცები, რაც კონსტიტუციაში უნდა გამოჩენილიყო და არ გამოჩნდა. ალბათ, უნდა გვქონდეს პრეზიდენტის არჩევის უფლება, მით უმეტს - შექმნილ ვითარებაში. ჩვენ ქართულ რეალობაში ვცხოვრობთ და მაგალითების გადმოტანა და ამის რეალობაზე პროვოცირება არ გვჭირდება. დაბალანსებული პოლიტიკა გვესაჭიროება, რასაც ვერ დავინახავთ, თუ ეს ცვლილებები შედგება.

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი):  საერთოდ, კონსტიტუციის ასე ჭრა და კერვა არათუ მაშფოთებს, არამედ მაშინებს და მაძრწუნებს. ქვეყანას კონსტიტუციის რყევაზე დიდი საშიშროება არ აქვს. გაოცებული ვარ, კონსტუტუციას ძალიან ფუქსავატურად უყურებენ. ამ შემთხვევაში ეს უმრავლესობას ეხება. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევა ხალხის პრეროგატივა უნდა იყოს, მაჟორიტარული სისტემა კი სრულიად გაუგებარია. ვემხრობი ოპოზიციას, რადგან ვერ გავიგე, ვინ არიან და რას აკეთებენ. როგორც კი რაღაცას იტყვი და შენიშვნას მისცემ, მაშინვე ისმის პასუხი - "ნაცი" ხარ", "ქოცი" ხარ". უნდა იცოდეთ, რომ შუაში საქარველო დგას.

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი):  საკონსტიტუცი კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და იმას არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ასე იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენს კონსტიტუციაში ბევრი რამ შესაცვლელია. მხარს ვუჭერ, პარტიებს თუ არ ექნებათ გაერთანებს უფლება, რადგან არჩევნებამდე ისინი ერთმანეთს ჭამენ, შემდეგ ერთანდებიან, არჩევნების მერე სასურველი შედეგი თუ არ ექნათ, ისევ იგივე ხდება. ცვლილებები სანამ პარლამენტზე გავა, უნდა გაიაროს ფართო სპექტრი საქართველოს მოქალაქეებისა. რა თქმა უნდა, რეფერენდუმი და მინი-არჩევნები არ ჩატარედება, მაგრამ სადაც ხალხს ჭკუა მოეკითხება, ცვლილებები კარგად განხილული იქნება. იმ წრეებში, სადაც მე ვტრიალებ, საკითხები საფუძვლიანი განხვილვის საგანია. ნელა, დინჯად და გონივრულად გადავწყვიტოთ ეს საკითხები, რადგან კიდევ ერთხელ შეცდომა არ დავუშვათ.

 

 იგორ კვესელავა (პოლიტოლოგი): ყველა გადაწყვეტილება საკონსტუტიციო თემასთან დაკავშირებით მისაღებია. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ მივდივართ, რასაც ამბობენ, მართებული და მორგებულია. ყველა საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს. ეს მისი უფლებაა. სხვა საკითხია, საპარლამენტო რესპუბლიკა საქართველოში გაამართლებს თუ არა. საერთოდ, ეს საკითხი არც უნდა დააყენოთ. დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ბოლო ვარიანტი საზოგადეობას განსახილველად გადაეცემა და გამოჩნდება, რა დამოკიდებულება იქნება კონსტუტუციის ამ პროექტის მიმართ. დაველოდოთ საზოგადოების განხილვას. ოპოზიცია ნუ ჩქარობს. საერთოდ, პრეზიდენტის ინსტუტუტის დამოკიდებულება სწორედ მისმა მოქმედებამ და ვეტოებმა განაპირობა. თუ ვეტოებით უნდა ავტორიტეტის მოპოვება, არ არის გამართლებული. საზოგადოებამ მას "ვეტო პრეზიდეტი" დაარქვა. მან ის ტოტი მოიჭრა, რომელზეც მმართველმა პარტიამ დასვა ან თავის ნებით დაჯდა.

ჩაწერა სახელი