გვანცა წულაია
(18.03.2017)

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით7 ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალურ მმართველობაში ყოველთვის მონაწილეობდა. როგორც მან "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში ქაოსია, რომელზეც პასუხისმგებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია.

"თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართველობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით - ივანიშვილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დავით უსუფაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"გავლენა, მოსაზრება და ავტორიტეტი არის ერთი თემა, მმართველობა - არის მეორე. დღეს საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, ძლიერი ფიგურა, რომელსაც პატივს სცემენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე ვარ ამ მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი და, აქედან გამომდინარე, არანაირ არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

არის თუ არა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 ლაშა ჩხარტიშვილიდემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი): "სამწუხაროდ, საქართველოში ერთპიროვნული მმართველობა კვლავ რჩება, რომელიც ახლა არაფორმალური მმართველობის სახითაა წარმოდგენილი. ჩევნს ქვეყანაში ასეთია რეალობა. მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს პოლიტიკურ საკითხს.

"მას ფორმალურად არანაირი თანამდებოდა არ უკავია, თუმცა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს წყვეტს. პრემიერი იქნება, უზენაესი სასამართლოს, თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ისინი მხოლოდ დაკავებულ თანამდებობებზე როლის შემსრულებლები არიან."

 

 ლადო ვარდოსანიძე არქიტექტორ-ურბანისტი): "ვფიქრობ, რომ არსებობს. წამყვანი პოლიტიკური პარტია თუ აღმასრულებელი ხელისუფლება აშკარად იმართებია გარედან. ეს არა მარტო ჩემი, არამედ პოლიტიკოსების და მგონი, საზოგადოების აზრიცაა. ჩვენ ზუსტად არაფორმალური მმართველობის მდგომარეობაში ვართ, რაც უფრო და უფრო მტკიცდება. ჩემი აზრით, პოლიტიკურ პროცესებს ბიძინა ივანიშვილი მართავს."

 

 

 თედო დონდუა (ისტორიკოსი): "არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. გამორიცხულია, პარლამენტმა რაიმე კანონი მიიღოს, ჩვენ არ მოგვეწონოს და აღსრულდეს. ბევრი ასეთი კანონის ჩამოთვლა შემიძლია. ისეთს ვერაფერს შემოიტანენ, რაც ჩვენ არ გვინდა. სხვა საკითხია, თუ ვინმეს ვიღაცის მონობა უნდა."

 

 

 

 ქეთი ბექაური იურისტი): "როგორ შეიძლება, არაფორმალური მმართველობა არსებობდეს, როდესაც გვყავს ლეგიტიმური და კანონიერი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება, მთავრობა, საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი?! არანაირი არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში არ არის. არსებობენ სახელისუფლებო ორგანოები, რომლებიც ასრულებენ თავის ფუნქციას.

"ყველას საკუთარი აზრი აქვს და ეჭვები შეიძლება არსებობდეს. როდესაც ქვეყანას პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საკანონმდებლო ორგანო ჰყავს, როდესაც ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციას მიაღწია, როდესაც ქვეყანა მიდის განვითარებისკენ და ისწრაფვის ევროკავშირში გაერთიანებისკენ, რა არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი."

ჩაწერა სახელი
lika (18.03.2017)
beqauro, sanTeli rodis waisvi?