გვანცა წულაია
(17.03.2017)

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის იმდაგვარ წესებზე მსჯელობს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო მეთაურს პარლმანეტის წევრების გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებიც აირჩევენ.

ორგანიაზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლის, ეკა გიგაურის ინფორმაციით, ახალი მოდელი, რომელიც გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს, კომისიის წევრის, ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებაა. გიგაურის თქმით, მას შასაძლებელია მმართველი გუნდი დათანხმდეს.

"დღეს კომისიაში მიდის დისკუსია იმის თაობაზე, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის გამოყენება არ მოხდება. ასევე საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ პარლამენტი აირჩევს, არამედ მის არჩევანში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

"საბოლოოდ, შეთანხმება ჯერ არ ყოფილა, თუმცა კომისია იცვლის პოზიციას, რომ იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების უფრო მეტი ჩართულობა. შესაძლებლია ამას მმართველი გუნდი დათანხმდეს.

"თუკი პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება, მაშინ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესი მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებდეს. ცხადია, ამ ყველფერთან დაკავშირებულია პარლამენტის არჩევის სისტემა - უნდა შეიცვალოს პარლამენტის არჩევის წესი და უფრო სამართლიანი გახდეს", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.

 გივი სიხარულიძე (მსახიობი):  საერთოდ მწამს, რომ თუ არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი და პრეზიდენტი, ხალხს უნდა ჰყავდეს, მაშინ იგი მისი ხალხისგან, არა პარლამენტისგან და ვიღაცებისგან უნდა იყოს არჩეული.

 

 

 

 

 გია ბაღაშვილი (მუსიკოსი): ვფიქრობ, არჩევნები იმ უფლებამოსილებების შესაბამისი უნდა იყოს, რომელიც პრეზიდენტს გააჩნია. თუ მისი უფლებამოსილება იმდენად შეიზღუდება, რომ მას რეალურად წარმომადგენლობითი ფუნქცია დარჩება, მაშინ ალბათ ლოგიკურია, რომ არჩევის წესიც სახეცვლილი იყოს.

 

 

 

 გია ბუღაძე (მხატვარი):  რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. პრეზიდენტი ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული. თუ პრეზიდენტის არჩევის წესი არაპირდაპირი გახდება, მივიღებთ საშინელ შედეგს. მივიღებთ ხელისუფლებას, თავდახურულ და თავისთავში ჩაკეტილ, არაფორმალური მმართველობით. და ჩვენ პრეზიდენტის არჩევის საშუალება აღარ მოგვეცემა.

ეს ყველაფერი კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარიზმი იქნება, რითაც ყველანაირი უბედურება დატრიალდება. ამ ყველაფრით პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევა მოხდება და საერთოდ აღარაფერი იარსებებს. უმრავლესობა ფაქტობრივად არაფორმალურ მმართველს დანიშნავს.

 ანა რატიანი ჟურნალისტი): არ ვეთანხმები. პრეზიდენტი უნდა აირჩიოს საზოგადოებამ. როგორ შეიძლება სახელმწიფოს პირველი პირი ხელისუფლებისგან იყოს არჩეული. პრეზიდენტის ფუნქციები მკვეთრად შემცირდება, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავალთ.

არა მგონია, ჩვენ ჯერ იმ დონის განვითარებული ქვეყანა ვიყოთ, რომელსაც პრეზიდენტი არ სჭირდება და ამიტომ იგი ხალხის რჩეული უნდა იყოს.

 

 

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): არ ვეთანხმები. ვემხრობი იმ ფაქტს, რომ ბერკეტი ხალხის ხელში იყოს და პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს. მიმაჩნია, რომ ეს ხელისუფლების კიდევ ერთი არადემოკრატიულად გადადგმული ნაბიჯი იქნება.

აყოველთვის ვღელავ, როდესაც უმრავლესობას ხელში ძალიან დიდი ბერკეტი უვარდება. ზოგადად, პრეზიდენტის ინსტიტუციის რყევა არ მომწონს, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს. ასეთი სრული ძალაუფლებით მოსული უმრავლესობა მხოლოდ დიქტატურისკენ წავა.

ეს ჩემი სიტყვები არ არის, ოდითგანვე ძველი ბერძნებიდან დაწყებული მოდის. არა მგონია, ეს ადამინები გამონაკლისები აღმოჩნდენ, ჯერჯერობით ისინი ასე იქცევიან და ამტკიცებენ. რასაც ვხედავ, დიდი მიდრეკილება აქვს დღევანდელ ხელისუფლებას და მის უმავლესობას, სრული დიქტატურით იყოს. დიქტატურაში მაინცდამაინც სისხლიან რბევას არ ვგულისხობ.

ისინი, რომ არ დაემსგავსონ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უკვე ვგრძნობ, ეს ძალიან უნდათ, ამიტომ ვამბობ, რომ პრეზიდენტის არჩევა, ხალხის ხელში უნდა იყოს. თითოეული ნაბიჯი არასწორად და უდიერად წარმოთქმული სიტყვა პრეზიდენტის ინსტიტუტს არყევს.

გამიხარდა სტრასბურგმა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით სწორი დაგაწყვეტილება რომ მიიღო. მოქალაქეობრივად ეს ბედნიერების ნიშანი კი არ არის, არამედ სირცხვილის, რადგან ქვეყანას უსუსური სასამართლო აღმოაჩნდა.

გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე რომ მოსამართლედ დანიშნე და გიხაროდა, სტრასბურგს არ გამოეპარა ეს ყველაფერი, აი შედეგი. თითოეული თქმული სიტყვა ინსტიტუციის წინააღმდეგ, არყევს სახელმწიფოს და სახელმწიფო ამ ისტიტუციებისგან შედგება. ყველაფერი თუ შეარყიე, ფეოდალური ინსტიტუცია დაგრჩება. ხმა მანამდე უნდა ამოიღო, სანამ პრეზიდენტად სათამაშო თოჯინას დანიშნავ.

ჩაწერა სახელი
Pyarol Igancio (22.03.2017)
კარგი დღე! ხართ თუ სჭირდება ხანგრძლივი და მოკლევადიანი სესხი შედარებით დაბალი ინტერესი განაკვეთი 3%? ჩვენ გთავაზობთ ბიზნეს სესხი პერსონალური სესხი მთავარი სესხი ავტო სესხი სტუდენტური სესხი ვალის კონსოლიდაცია სესხის და მრავალი სხვა. ჩვენ გთავაზობთ სესხი $ 1,000 დოლარამდე 2,000000. ჩვენ გარანტირებული გაცემის ფინანსური მომსახურების ჩვენს კლიენტებს მთელი მსოფლიოში უპრობლემოდ. სესხი შეიძლება დამუშავებული და გადაეცემა კრედიტორების დაუყოვნებლივ. მოგვწერეთ დღეს უსაფრთხო და უზრუნველყოფილი სესხი transaction.email us მეშვეობით payroignacio@gmail.com ან დარეკეთ 12293514294