რეზონანსი
(04.07.2025)

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

გარდაიცვალა მათი სტუდენტი, ახალგაზრდა ნინი ლომიძე. მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

კოლეჯის ადმინისტრაცია გარდაცვლილი სტუდენტის ოჯახსა და მეგობრებს თანაუგრძნობს:

„თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეჯის სტუდენტის ნინი ლომიძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას", - წერია სამძიმრის წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე