რეზონანსი
(25.03.2025)

24 წლის ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი ზა­ფხულ­ში ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გახ­და ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი. მა­შინ პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ტრი­უმ­ფის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ჯა­როდ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­რი­ამ კე­კუა. გო­გო­ნამ სპორ­ტსმენს ჯერ კი­დევ 26 ივ­ლისს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­ა­კი­თხა.

თუმ­ცა, უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა წყვილს "ინ­სტაგ­რამ­ზე" ერ­თმა­ნე­თი გა­მო­წე­რი­ლი აღარ ჰყავთ, ასე­ვე მათ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აღარ იძებ­ნე­ბა ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი ან ვი­დე­ო­ე­ბი. ამ თე­მა­ზე დას­მულ კი­თხვას მა­რი­ამ­მა "დღის პოს­ტში მოკ­ლედ უპა­სუ­ხა:

"ლაშა ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, თუმ­ცა პი­რად­ზე არ ვა­პი­რებ სა­უ­ბარს. თუმ­ცა, ჩემი გული თა­ვი­სუ­ფა­ლი არ არის... რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბას, ჩემ­თვის სამი რამ არის მთა­ვა­რი, ეს არის ერ­თგუ­ლე­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა და ნდო­ბა. ნდო­ბა თუ არ არის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ურ­თი­ერ­თო­ბას აზრი არ აქვს" - თქვა მა­რი­ამ­მა.

წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ 2 წლის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხან­და­ხან ერ­თად გა­და­ღე­ბულ კად­რებს აქ­ვეყ­ნებ­დნენ, ბე­ქა­უ­რი არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე