„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, გიორგი მიქაუტაძეს, გრიგოლეთში, საჩუქრად, კომპანიის მფლობელობაში არსებული პრემიუმ კლასის აპარტამენტი გადაეცემა!
"შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კორპორაცია ქართველი ხალხის გაბედნიერებისა და ქვეყნის სახელის პოპულარიზაციისთვის არაერთ სპორტსმენს აჯილდოვებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ნაკრების ღირსეულ გამარჯვებას!" - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს უკვე აშკარა "პიარ სვლაა" და მიქაუტაძეს არაფერში ჭირდება ასეთი საჩუქრები:
"ვგიჟდები მიქაუტაძეზე, უბრალო ადამიანია, ძან კეთილია და ყველაზე ძლიერია, ძალიან მიყვარს... მაგრამ მაგის ყიდვა არ გაუჭირდება, საერთოდ როცა უნდა და რასაც იყიდის. ხოდაა, ვისაც ოცნებად აქვთ, ვინც ღია ცის ქვეშაა, ვისაც ძან უჭირს, იმას რომ გადაცეთ იქნებ უკეთესია".
"|ვიღაც უსახლკაროს რომ აჩუქონ მაქსიმუმ 10-15 კაცმა გაიგოს და ესე მთელი ქვეყანა გაიგებს. ძაან იშვიათად რომ რომელიმე სამშენებლო და არა მარტო სამშენებლო კომპანიამ ვიღაც გაჭირვებულს გაუმართოს ხელი. ისევ ცნობილ და გამოჩენილ ხალხს ჩუქნიან, რომ რეკლამა გამოუვიდეთ. გადახედეთ ამ ბოლო წლებში რამდენი ბინა, ავტომომობილი თუ ფულადი თანხა მისცეს მსგავსმა კომპანიებმა სპორტსმენებს და რამდენით დაეხმარნენ გაჭირვებულს ან რამდენს დაუფინანსეს ძვირი ოპერაცია".
"გიორგი მიქაუტაძეს ისედაც აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სასურველი აპარტამენტი იყიდოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეგ თქვენი ბანძი PR თქვენთვის შეინახეთ. თუ საქმე გინდათ გიორგის სახელზე აჩუქეთ იმ გაჭირვებული ბავშვებიდან რომელიმეს, რომელთაც ზოგჯერ პურიც კი არ აქვთ და ტელევიზორში სანახავადაც კი ენატრებათ ფეხბურთი. ასეთების დიდი რაოდენობა გვყაქვს ქვეყანაში".
"მიქაუტაძეს ბინა ნამდვილად არ სჭირდება, სიკეთის კეთება თუ უნდა ვინმეს, გაჭირვებულებს აჩუქონ და არა მილიონერებს. მიქაუტაძისთვის, კვარაცხელიასთვის ეგ საჩუქარი ბევრი არაფერია და რამდენიმე თვეში არც ემახსოვრებათ ამ კომპანიის სახელი ვინ აჩუქა და ვიღაცისთვის კიდევ შეიძლება მთელი ცხოვრების ბოლომდე გადამრჩენელი და გმირი ყოფილიყო. მარა ასე იკეთებენ პიარს და ირეკლამებენ თავს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე