რეზონანსი
(18.06.2024)
თბილისში, ნაძალადევის რაიონში დაკარგული მოზარდი იპოვეს. ინფორმაცია დაკარგულ მოზარდზე ცოტა ხნის წინ თავად მოზარდის დედამ გაავრცელა.
„დაიჯესტი“ ბავშვის დედას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ მისი შვილი უკვე იპოვეს.
„ვიპოვეთ, ზოოპარკში იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ბავშვიც კარგად არის“, - თქვა მოზარდის დედა.
სამძებრო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე