რეზონანსი
(16.06.2024)

ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გადაცემაში მოჰყვა თავს გადახდენილი შემთხვევა, როდესაც ავარიის დროს ბავშვი დაკარგა.

„მინდოდა, რომ 4 შვილი მყოლოდა... ავარიაში მოვყევი, მერე ოპერაცია ტყუილად გამიკეთეს, შემდეგ სტრესისგან ნაყოფი აღარ განვითარდა.

ავარიაში ლილუს გაჩენის შემდეგ მოვყევი... ორსულად ვიყავი, ის ბავშვი ვერ შევინარჩუნე... დიდი ორსული ვიყავი, აბორტი რომ გავიკეთე - მენჯი მქონდა დაზიანებული, ორგანიზმი ვერ აიტანდა... 

შემდეგ კიდევ დავორსულდი, ტყუილად ოპერაცია გამიკეთეს... მაგის მერეც ნაყოფმა შეწყვიტა სიცოცხლე. სულ უბედურება მემართებოდა, ალბათ არ იყო საჭირო“ - აღნიშნა ნანიკო ხაზარაძემ „სთორიში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე