რეზონანსი
(22.09.2023)

ნი­დერ­ლან­დე­ბის პო­ლი­ცია 28 წლის თორ­ნი­კე მან­ვე­ლი­ძეს ეძებს. ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა თა­ნა­მე­მა­მუ­ლის მკვლე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან­ვე­ლი­ძემ 32 წლის შო­თი­კო სა­კან­დე­ლი­ას ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში, სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. შემ­თხვე­ვა 19 სექ­ტემ­ბერს ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში მოხ­და. მოკ­ლულ ახალ­გაზ­რდას ჭრი­ლო­ბა ყე­ლის არე­ში და­ნით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. მას დამ­ნა­შა­ვემ პირ­და­პირ სა­ძი­ლე არ­ტე­რია და­უ­ზი­ა­ნა.

"ამბები" თორ­ნი­კეს მა­მას, მწე­რალ გოჩა მან­ვე­ლი­ძეს ესა­უბ­რა:

"ბა­თუმ­ში ვი­ყა­ვი, იქ და­მი­რე­კეს და მაც­ნო­ბეს ეს ამ­ბა­ვი. ორი დღის წინ თორ­ნი­კე თვი­თონ გა­ვა­ცი­ლე ჰო­ლან­დი­ა­ში, მის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად წა­ვი­და. მას მერე არ დამ­კავ­ში­რე­ბია, ვერც გო­გო­ნას ვუ­კავ­შირ­დე­ბით. ახლა ვცდი­ლობ ჰო­ლან­დი­ა­ში, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­ელ­ჩო­დან იქ­ნებ რამე გა­ვარ­კვიო. არ მგო­ნია, ტყუ­ი­ლი იყოს, მგო­ნია, რომ მარ­თლა მოხ­და ეს უბე­დუ­რე­ბა. არ ვიცი, ის გარ­დაც­ვლი­ლი ვი­ნაა. თქვეს, რომ ეს ამ­ბა­ვი მის საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თორ­ნი­კე ჩა­კე­ტი­ლი ბი­ჭია, არ მა­ხე­დებ­და მის საქ­მე­ებ­ში და არ ვიცი, მას­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, არას­დროს შევ­ხვედ­რილ­ვარ. ჩემს შვილს ვიც­ნობ და ეს ამ­ბა­ვი ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. ჯერჯე­რო­ბით, ყვე­ლა ჩუ­მა­დაა და მე­უბ­ნე­ბი­ან, არ გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­აო.

ჩვე­ნი შსს-ც და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროც მე­უბ­ნე­ბა, არა­ფე­რი ვი­ცი­თო. თორ­ნი­კე 28 წლი­საა და "ლი­დერ­ბეთ­ში" კომ­პა­ნი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და. არ ვიცი, მაგ­რამ რო­გორც ინ­ტერ­ნეტ­ში ამო­ვი­კი­თხე, ის ბი­ჭიც პო­კერ ტურ­ნირ­ზე ყო­ფი­ლა წა­სუ­ლი. იცით, რა იყო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჰო­ლან­დი­ა­ში პო­კერ­ტურ­ნირ­ზე ჯგუ­ფუ­რად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. თა­ნამ­შრომ­ლებს ერ­თად არ უმგზავ­რი­ათ, მაგ­რამ უტ­რეხ­ტში ერ­თად უნდა ჩა­სუ­ლიყ­ვნენ.

არ არის თორ­ნი­კე მოძ­ველ­ბი­ჭო და მო­ხუ­ლიგ­ნო ტიპი, ევ­რო­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის და ყა­ი­დის ადა­მი­ა­ნია. ვინ­მეს­თან კონ­ფლიქტზეც არა­ფე­რი მსმე­ნია, ამი­ტომ ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი... როცა მი­თხრეს, კარ­გა ხანს აზ­რზე ვერ მოვ­დი­ო­დი, ახ­ლაც ვერ ვი­ჯე­რებ... კარ­გი გან­წყო­ბით და მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე წა­ვი­და, არა­ვის­თან არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია. სამ­სა­ხუ­რი­დან კი გზავ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ ის და­სას­ვე­ნებ­ლად მი­დი­ო­და, მი­თხრა, ჰო­ლან­დი­ა­ში ერთი კვი­რა, ან 10 დღით დავ­რჩე­ბი­თო. იქ­ნებ, მეტი გა­ვარ­კვიო, ამა­ღამ­ვე და­ვი­წყებ მოქ­მე­დე­ბას“.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე