ცოტა ხნის წინ ლანჩხუთში ახალგაზრდა ბიჭი გარდიაცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ახალგაზრდას მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
"არ მიყვარს პოსტები, მაშინ როდესაც ასეთი მწუხარება დაატყდება ოჯახს და სახლობლოს თავს!
ვიზიარებ ეკა შენ ტკივილს, სიმწარეს, რაც სიტყვით აღუწერელია.
ძალიან განვიცდი, არ შემეძლო საჯაროდ ეს სამძიმარი არ დამეწერა დაო!
ილო იყო საუკეთესო ადამიანი და ბიჭი, რომელიც ძალიან ნაადრევად წავიდა ამ წუთისოფლიდან და გადაინაცალა უფალთან. აქ კი დატოვა უსაზღვროდ ბევრი სიყვარული.
ვერაფერს წაიღებ იქვეყნად ამაზე დიდი დანატოვარის გარდა!
უამრავი სიკეთე მახსოვს და ის გულწრფელობა, რაც ძალიან იშვიათია.
ამ სურათზე ეწერა "ძალა ერთობაშია"-ო!
ნამდვილად ასეა, ეს ტკივილი ერთად უნდა ვაქციოთ სიძლიერედ სანამ იმქვეყნად ერთმანეთს შევხვდებით!
მისი გული და სიკეთე თითოეულს ახსოვს! მას გულწრფელად უყვარდა ჩვენი ოჯახი(უზომოდ მამუკა) და მეც გამორჩეულად, სულ მეუბნებოდა, რომ ბედნიერი იყო, რომ მე გამიცნო და ელენიკო და გოჩუა იზრდებიან ჩემთან.
ვიზიარებ მწუხარება , ჩემთვის ძმასავით იყო ილია!
როგორც საუკეთესო სულის ვაჟკაცი.
გოჩუა და ელენიკო ჩემი ანგელოზები არიან, მინდა ბედნიერი ვნახო, ილოს სულმა რომ გაიხაროს ზეციდან მათი წარმატებული და სწორი მომავლით, რადგან მისთვის წესიერება უპირველესი იყო. სწორედ ასე სამაგალითოდ ზრდიდა პატარებს.
განა რა იქნება ამაზე დიდი ბედნიერება მისი სულისთვის .
"სხვის საქმეში ყველა ბრძენიაო, სხვისი ჭირი ...ო "
ისიც კი უთქვამს დიდ ლადოს "მოკვდა თუ არა ყველამ აცხოვნაო"!
ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი! ცხოვრებაში ვინ უყვარდა ოჯახით ილოს და ვის აკრიტიკებდა.
დაგვეფასებინოს წუთისოფელში სიყვარულით ერთმანეთი!
ილო მუდამ გულში იქნები!
საახლობლოს მოვუწოდებ, ილოს სახელზე წირვა შეუკვეთონ და ილოცონ გულით მის სარეცელთან, სამუდამო სასუფევლის დასამკვიდრებლად!", - წერენ ახლობლები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე