რეზონანსი
(29.03.2023)

"ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე აჭარაში სტიქიის შედეგად დაღუპული მამაკაცის ფოტოს ავრცელებს და რომანაძეების ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

"გლოვობს ჩემი ქობულეთი, ვუსამძიმრებ სრულიად აჭარას. შენთან რა უნდოდა სიკვდილს...  დასანანია ასეთი ახალგაზრდების ასე უდროოდ წასვლა ამქვეყნიდან და ძალიან სამწუხაროა. სიტყვები უძლურია გამძლეობა ოჯახს...

იმდენი რამე მინდა ვუთხრა გამწარებულ ოჯახს, რომელმაც ასეთი კეთილშობილი მშრომელი შვილი დაკარგა... ალბათ, არც დროა ამისი და არც ადგილი... უბრალოდ, ვფიქრობ სიკვდილსაც ხომ გააჩნია... არ იმსახურებდა.... მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს საყვარელ ქობულეთს ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში, მე თქვენ გვერდით ვარ. გამძლეობა და სულის სიმტკიცე..

ეს არის ტრაგედია, რომელსაც სახელს ვერ დაარქმევ... ლუკმაპურის საშოვრად 1 საათის გამოსული, სახლში გაყინული, გაქვავებული დაუბრუნდი შენს საყვარელ ოჯახს.

ისე წახვედი, არც გიფიქრია რამხელა ტკივილს ტოვებდი მიწაზე. შენმა უეცარმა წასვლამ ყველას ატკინა გული და სული.

რამხელა ტანჯვა  და სიმწარე განიცადე, რამდენი საათი ცდილობდნენ შენს ამოყვანას, შენი ავტომობილიდან, რომლითაც ლუკმაპურის ფულს შოულობდი... ალბათ ამ სამყაროში ძნელი იყო შენთვის ცხოვრება. მხოლოდ ცრემლის და ბოღმის ბურთი გვაქვს ყელში გაჩხერილი და ყვირილი გვინდა.  ხმამაღლა ვიტირივართ... დავტირივართ ცოდვილ დედამიწას, რომელმაც ვერ შეძლო დაეტია შენი ყოფა ამ ქვეყანაზე, ჩვენო უკეთილშობილესო მშრომელო ბიჭო" - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე