რეზონანსი
(28.11.2022)

ჟურ­ნა­ლის­ტი ვახო სა­ნა­ია ეხ­მი­ა­ნე­ბა მისი კო­ლე­გის და ამავდრო­უ­ლად ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძის ირ­გვლივ ატე­ხილ აჟი­ო­ტაჟს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტუს­ში სა­ნა­ია წერს, რომ სი­უ­ჟე­ტის შე­სა­ხებ ბა­კუ­რა­ძის "ჩა­ნა­ფიქ­რი იყო სხვა და გა­მო­ვი­და სულ სხვა". საქ­მე იმა­შია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძემ და­უ­რე­კა იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მის სი­უ­ჟეტ­ზე უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი და­წე­რა და ჩა­ე­კი­თხა, თუ რა­ტომ მო­იქ­ცნენ ასე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი ტე­ლე­ე­თერ­ში გა­ვი­და.

"მა­რი­კა ბა­კუ­რა­ძე ჩემი მე­გო­ბა­რი და ბავ­შვე­ბის დე­დაა. სულ რომ ქვე­ყა­ნა ჩა­მო­იქ­ცეს, მე მას მხარ­ში და­ვუდ­გე­ბი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა.ეს რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პერ­სო­ნა­ლურ ნა­წილს, რის გა­მოც (გარ­და საქ­მი­ა­ნი ნა­წი­ლი­სა) ამ სა­კითხს ამ ფორ­მით გა­მო­ვეხ­მა­უ­რე. ჩვენს სამ­სა­ხუ­რებ­ზე მე და მა­რი­კას სა­სი­ა­მოვ­ნო სა­უბ­რე­ბი დიდი ხა­ნია, არ გა­მოგ­ვდის. რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სივ­რცე­ებ­ში ვართ. ამი­ტომ რა­ღაც ეტაპ­ზე ამ თე­მებ­ზე სა­უბ­რე­ბი სა­ერ­თოდ შევ­წყვი­ტეთ.

მაგ­რამ დღეს ეს სი­უ­ჟე­ტი რომ ვნა­ხე, ცხა­დია, შევ­წუხ­დი. ვი­სა­უბ­რეთ. იცის ჩემი აზრი ამ სი­უ­ჟეტ­ზე. მე კი ზუს­ტად ვიცი ის, რომ ჩა­ნა­ფიქ­რი იყო სხვა და გა­მო­ვი­და სულ სხვა. შეთ­ქმუ­ლე­ბე­ბი არაა სა­ჭი­რო. სი­მარ­თლე ესაა - იდე­აც მისი იყო და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც მი­სია.

მა­რი­კა არაა პო­ლი­ტი­კის ჟურ­ნა­ლის­ტი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა კულ­ტუ­რის სფე­როს აშუ­ქებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბუ­ლინ­გის თე­მა­საც სულ უკირ­კი­ტებს და აწუ­ხებს. სხვა­ნა­ი­რად უყუ­რებს ამ სა­კითხს - თუ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილან­ძღე­ბი­ან, პი­რა­დად ხომ ასე არ იქ­ცე­ვი­ან. რა­ტომ ცვლის ქცე­ვას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ? მოკ­ლედ, ამ თა­ვის გან­ხილ­ვებ­შია.მე სხვა­ნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ - ეს უდი­დე­სი მო­ნა­პო­ვა­რია, რომ ადა­მი­ა­ნებს სა­ჯა­რო პი­რე­ბის ლან­ძღვის უფ­ლე­ბა ჰქონ­დეთ. რად­გან ზუს­ტად ესაა გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

მა­რი­კა თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბე­ბის მი­ხედ­ვით აკე­თებ­და ამ სი­უ­ჟეტ­საც. სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ვი­და ის, რაც გა­მო­ვი­და. მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ვარ ? დიახ, რა თქმა უნდა. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში ღრმად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი ვარ. იმი­ტომ, რომ საქ­მე ჩემს მე­გო­ბარს ეხე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად ჩემს მო­საზ­რე­ბას - პი­რა­და­დაც იცის. ამი­ტომ აქაც ვი­ტყვი - სა­ხი­ფა­თო მა­სა­ლა გა­მო­ვი­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩა­ნა­ფიქ­რი სხვა ჰქონ­და. მე­ტად აღარ გან­ვავ­რცობ.

P.S. ახლა ერთი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ. ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი სა­ი­დან მო­ი­პო­ვაო, ეგ სრუ­ლი იდი­ო­ტო­ბაა და ვი­საც მაგ საქ­მე­ში სა­ხელ­მწი­ფოს შე­მოყ­ვა­ნა კაი ამ­ბა­ვი გგო­ნი­ათ, ბო­დი­ში, მაგ­რამ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებთ, რას ამ­ბობთ.ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი მო­ი­პო­ვა ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით. გა­და­დით ექა­უნ­თი­დან ექა­უნთზე, აღ­მო­ა­ჩენთ სა­ერ­თო ფრენ­დებს, და­ე­კონ­ტაქ­ტე­ბით და მო­ი­პო­ვებთ ნომ­რებს. ასე იქ­ცე­ვა ყვე­ლა ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ველ­დღი­უ­რად. ასე მო­იქ­ცა მა­რი­კაც. რამე ახა­ლი არ გა­მო­უ­გო­ნე­ბია. თუ რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რას ჩავ­რთავთ საქ­მე­ში, ხვალ მოგ­ვდგე­ბი­ან და და­ი­წყე­ბენ გა­მოკ­ვლე­ვას, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა რეს­პონ­დენ­ტე­ბის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რე­ბი სა­ი­დან მო­ვი­პო­ვეთ. ვინ ჰკი­თხავს სა­ხელ­მწი­ფოს, მე სად ვი­პო­ვე და ვის გა­მო­ვარ­თვი ნო­მე­რი - ამა­ზე ცალ­კე სტა­ტუსს დავ­წერ.ასე­თია ჩემი უაღ­რე­სად მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი." - წერს ვახო სა­ნა­ია "ფე­ის­ბუქ­ში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე