რეზონანსი
(08.08.2022)

სოციალურ ქსელში გიორგი ბეროშვილის მიერ ლისზე გადაღებული უცნაური ფოტო ვრცელდება, სადაც ქალის გამოსახულება ჩანს, თითქოს ის ბავშვისკენ მიდის, არადა როგორც ფოტოს ავტორი წერს, იქ იმ დროს არავინ ყოფილა და მხოლოდ პეიზაჟს იღებდა.

,,გუშინ ლისზე გადავიღე ეს ფოტო. ფოტოს გადაღების მომენტში ძალიან კარგად ჩანდა, რომ მაგ წერტილში მხოლოდ ბავშვი იყო. იმ წამსვე დავიწყე დათვალიერება და მანდ მართლა არავინ და არაფერი ყოფილა… ფოტოზე თითქოს ქალის გრძელ თეთრ კაბაში… ბავშვს სინათლე რომ არტყამს, მისი ჩრდილის ანარეკლი ჩანს და ამის არა, თან აშკარად ადამიანის ფორმა აქვს და საკმაოდ გამოკვეთილადაც ჩანს”, – დაწერა ფოტოს ავტორმა.

,,მანდ რაღაც მოხდა ალბათ და კამერამ სული დააფიქსირა”

,,წლების წინ მანდ ბავშვი დაიღუპა, პატარა გოგონა”, – წერენ კომენტარებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე