რეზონანსი
(30.06.2022)

ჟურნალისტი ბექა ყორშიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსის გამო გაუარესდა. მისი თქმით, ბოლო დღეებში ტემპერატურამ აუწია, გაუძნელდა სუნთქვა და თვალებში დაუბნელდა.

„კოვიდის გამო ჩემი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მატულობს სიცხეც, სახსრების ტკივილიც, დეზორიენტაციაც. მიჭირს სუნთქვაც; ხანდახან ისე მებინდება თვალებში, რომ ვეღარაფერს ვხედავ. უხასიათობას საერთოდ ვინ ჩივის.

ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ადამიანს, რომელსაც სიცხე ბოლოს ბავშვობაში ჰქონდა, ასეთ თანაბარ შერკინებაში მოუწევდა შესვლა კოვიდთან. იმედია, კლინიკაში არ გადამიყვანენ. ვერ ვიტან იქაურ სუნს", - წერს ბექა ყორშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე