რეზონანსი
(30.06.2022)

პოეტი ტარიელ ხარხელაური თეატრმცოდნე და ჟურნალისტ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკას „პერსონა“ სტუმრობდა. გადაცემაში „იმედის დღე“ ორი შვილმკვდარი მამის ეთერი ემოციური აღმოჩნდა. შვილმკვდარი მამები ტკივილმა დაანათესავა.

"ჩვენს მდგომარეობაში, შეიძლება კაცი ბედნიერი იყოს?" - ნიკოლოზ წულუკიძისკითხვას ტარიელ ხარხელაურმა შემდეგნაირად უპასუხა:

„გაგიჭირდება ჯერ ამის განცდა.. ერთხელ ფილარმონიიდან რუსთაველისკენ მივდიოდი, ახალგაზრდა გოგო გამცდა და რამდენჯერმე მოიხედა. ვკითხე, შვილო, რამე ხომ არ გიჭირს-მეთქი, შეიძლება მოვიდეო? მითხრა.. საყელო გადამიწია და გულზე მაკოცა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში. მე ყველაზე დიდი ჯილდო მაქვს მიღებული ამ ბავშვის და მთელი საქართველოს სახით. შენც უზარმაზარი ჯილდო გაქვს, ჯერ არ გაგიზომია. შენ გაქვს უზარმაზარი სიყვარული...“ - უპასუხა პოეტმა ტელეწამყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე