რეზონანსი
(30.06.2022)

საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძე რაიონის პრობლემებს უკვე ოთხფეხა მეგობართან ერთად ისმენს.

ცოტა ხნის წინ, ოჯახს ახალი წევრი, ოთხფეხა მეგობარი შეემატა. როგორც ირკვევა, ბადი პატრონს უკვე სამსახურშიც დაჰყვება.

„დღეიდან ბადი ჩვენი უშტატო თანამშრომელია", - წერს ზარნაძე სოცქსელში.

ფოტოებს, სადაც კონსტანტინე ზარნაძე „ბადისთან" ერთად არის, უამრავი მოწონება და დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე