რეზონანსი
(17.01.2022)

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა დევნილების ბინებით უზრუნველყოფის საკითხს ეხმაურება. მისი აზრით, მთავრობამ მიდგომა უნდა შეცვალოს, რადგან არ შეიძლება შთამომავლობით დევნილებად ეწერებოდნენ. 

„ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ ხო ვიცი, არადა ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ეს მწარე სიმართლე, რაც აფხაზეთიდან დევნილები გვყავს, მას მერე სულ მათი პრობლემაა. მისცემენ ბინებს, მერე ყიდიან, მერე შევარდებიან სასტუმროებში ჩამონგრეულ შენობებში, ისევ  ითხოვენ ბინებს, მერე შვილები ეყოლათ, ისინიც დევნილებად იწერებიან და ყველა შვილი ცალ-ცალკე ითხოვს ბინას, მერე შვილიშვილები ეყოლათ, მერე ისინი ითხოვენ ცალ-ცალკე ბინებს და არ დამთავრდა მათი დაკმაყოფილება და არც დამთავრდება, არადა ჩვენ ვართ უკვე დევნილები მათ ფონზე, მართლა ვინც დღემდე უბინაოდაა, ისინი ამ ყაჩაღების ფონზე დაიჩაგრნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს დევნილების თემა და სიები! შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!!", - დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე