თამარ შუკვანი
(15.08.2019)

 ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკციო ეტაპის საპასუხო მატჩში „საბურთალო" „არარატ არმენიასთან" მოულოდნელად დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა. არადა, სულ მცირე, რომ არ დამარცხებულიყო, ქართულ კლუბს ჰქოდნა ისტორიული შანსი მრავალი წლის შემდეგ გასულიყო ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.

ეს ეტაპი რომ გადაელახა, „საბურთალო" ლუქსემბურგის „დუდელანჟს" ხვდებოდა, რომელიც საკმაოდ სუსტი მეტოქეა. სწორედ ეს გუნდი იყო ბოლო ბარიერი. ამ გუნდის დამარცხების შემდეგ ვხვდებოდით ჯგუფურ ეტაპზე და გარანტირებული იყო რამდენიმე ძლიერი ევროპული გუნდის თბილისში ჩამოსვლა.

ქომაგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს თამაში წინასწარ გაყიდული იყო. ზოგი კი თვლის, რომ ფეხბურთელებს ტაქტიკა არ უვარგათ და საქმე არაპროფესიონალიზმთან გვაქვს.

ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ საბურთალოსა და არარატ-არმენიას მატჩის დაწყებადმე უკრაინულმა გამოცემამ კოეფიციენტების საეჭვო ცვლილება შეამჩნია. კერძოდ, bookmaker-ratings.com.ua-აზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აცხადებს, რომ მსგავსი დინამიკა, ერევანში ჩატარებული შეხვედრის დროსაც შეინიშნებოდა.

გუნდებს შორის პირველი თამაშის გამართვამდე „საბურთალოს" მოგების კოეფიციენტი 1.85-დან 1.95-მდე მერყეობდა, რაც 51-54%-იან მოგების ალბათობას შეესაბამებოდა. ამის შემდეგ, საპასუხო მატჩის გამართვამდე ქართული კლუბის კოეფიციენტი 2.36-მდე გაიზარდა, შესაბამისად მოგების ალბათობა შემცირდა და ის დაახლოებით 42%-ს გაუტოლდა.

„საბურთალოს" გასვლით მატჩი მოგების უფრო დიდი შანსი მიანიჭეს, ვიდრე თბილისში გამართულ შეხვედრაში.

ცნობისათვის, 14 აგვისტოს „საბურთალო" „არარატ არმენიასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. შედეგად "საბურთალო" ევროპა ლიგას გამოეთიშა. „საბურთალოს" კარში გოლი კობიალკომ და ავეტისიანმა გაიტანეს.

შეგახსენებთ, წინა შეხვედრა, რომელიც 6 აგვისტოს ერევანში გაიმართა, „საბურთალომ" საკუთარ მოედანზე „არარატ არმენია" 2:1 დაამარცხა.

ჩაწერა სახელი
patriot (18.08.2019)
es tamashi totalizatorze ki ari gatvlili es ufro politikurad gayiduls gavs,1,5-2 milionad sulShi caafyrtxes mtel qartvelobas.aba vin izamda amas?........