რეზონანსი
(27.06.2019)

 კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა ნეიმარი "ბარსელონაში" დააბრუნოს, მაგრამ ფრანგები ფილიპე კოუტინიოს გარდა უსმან დემბელესაც ითხოვენ.

Sport-ის ცნობით, პსჟ-ს წარმომადგენლებს 22 წლის ფრანგი შემტევი ძალიან მოსწონთ. მათ სურთ, რომ ნეიმარის ტრანსფერში ისიც იყოს ჩართული, მაგრამ ჯერ მხოლოდ იჯარით, სეზონის ბოლოს კი ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეთ. ჟურნალისტები არ ავრცელებენ ინფორმაციას, ითხოვს თუ არა პსჟ, კოუტინიოსა და დემბელეს გარდა, ნეიმარის სანაცვლოდ თანხის დამატებასაც.

ჩაწერა სახელი