რეზონანსი
(27.06.2019)

 მადრიდის რეალის ხელმძღვანელები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობენ.

როგორც ცნობილია, ფლორენტინო პერესს ტოტენჰემის ფეხბურთელის, კრისტიან ერიკსენის გადაბირება უნდა. დანიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ახალი გამოწვევების დროა, რაც გავრცელებულ ცნობებს უფრო რეალურს ხდის.

„დეზები“ მის დათმობას მარტივად არ აპირებენ. ლონდონელების წარმომადგენლები კონკრეტულ თანხასა და მარკო ასენსიოს ითხოვენ. ჯერჯერობით, უცნობია, დათმობს თუ არა „ბლანკოსი“ ესპანელ შემტევს.

ჩაწერა სახელი