რეზონანსი
(27.06.2019)

 მადრიდის ,,რეალის" ყოფილმა მწვრთნელმა რამონ კალდერონმა პრესასთან რონალდოს გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ყველაფერში ფლორენტინო პერეზი დაადანაშაულა.

"კრიშტიანუს სურდა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ მისი ხელფასი გაზრდილიყო. თუმცა, ფლორენტინო პერესმა უარი უთხრა".

"გარდა ამისა, რონალდუ ბრაზობდა იმის გამო, რომ "რეალს" ნეიმარის შეძენა სურდა და ბრაზილიელის სანაცვლოდ დიდძალ თანხას ამზადებდა. მაშინ პერესმა კრიშტიანუს უთხრა, რომ თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ 100 მლნ. ევროს გადაიხდიდა, გუნდიდან წასვლა შეეძლო. აი, რა მოხდა სინამდვილეში" - განაცხადა კალდერონმა.

ჩაწერა სახელი