რეზონანსი
(26.06.2019)

 "ბარსელონამ" და "ოსასუნამ" შეთანხმებას მიაღწიეს. 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, 23 წლის თავდამსხმელი, მარკ კარდონა, ნავარულ კლუბში გადავა. 

კარდონა კატალონიაში ბოლო 3 წლის განმავლობაში თამაშობდა. მან სარეზერვო გუნდთან ერთად 60 მატჩში 24 გოლი გაიტანა, "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში დებიუტი კი 2016 წლის დეკემბერში ჰქონდა. 

კარდონამ ბოლო სეზონი იჯარით "ეიბარში" გაატარა და ლა ლიგაში პირველი გოლებიც გაიტანა, მათ შორის, "რეალთან" - "სანტიაგო ბერნაბეუზე".

ჩაწერა სახელი