რეზონანსი
(25.06.2019)

 მადრიდის ,,რეალის" სატრანსფერო პოლიტიკა ამ ზაფხულს ძალიან გააქტიურდა. გუნდს შემოუერთდა ედენ აზარი, რომელსაც რონალდოს შემცვლელად მოიაზრებენ. ასევე დაიმატეს მენდი და იოვიჩი. როგორც ჩანს, ფლორენტინო პერესი ძირეულ გარდაქმნას აპირებს.

მადრიდელებს ახალი სამიზნეები ჰყავთ და უახლოეს დღეებში მათ გადმობირებას ეცდებიან. ფლორენტინო პერესი „დორტმუნდის“ წინახაზელის, ჟადონ სანჩოს ტრანსფერისთვის იწყებს ბრძოლას და მზად არის, 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლითაც მადრიდული კლუბი ინტერესდება არის ფაბიანი, რომელშიც 30 მილიონ ევროს გადაიხდის.

გუნდს უახლოეს დღეებში დატოვებენ მარტინ ოდეგაარი, ტომასი და სებალიოსი.

ჩაწერა სახელი