რეზონანსი
(25.06.2019)

 "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. მისი აზრით, არგენტინელი გუნდური მოთამაშე არ არის და ამიტომაც ვერ ახერხებს "ბლაუგრანა" ჩემპიონთა ლიგის მოგებას.

"ვფიქრობ, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე გუნდური მოთამაშე - "ბარსას" ეს აკლია. მესიმ თავის თავს უნდა ჰკითხოს - რატომ ვერ იგებს ის ჩემპიონთა ლიგას ამდენი ხნის განმავლობაში?"

"როგორც კაპიტანმა, შენს თავს უნდა ჰკითხო - რატომ ვერ იგებს გუნდი ევროპაში? ვფიქრობ, მესიც პასუხისმგებელია იმაზე, თუ რა ხდება "ბარსელონაში", და არა ხოლოდ მწვრთნელი. მათ 30-კაციანი გუნდი ჰყავთ და მესი ამ ფეხბურთელებთან უნდა ადაპტირდეს და არა პირიქით." - ციტირებს ლუი ვან გაალის სიტყვებს El Pais.

ჩაწერა სახელი