რეზონანსი
(24.06.2019)

 ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივს“ ზამთარში იჯარით შეუერთდა და გასულ სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 1 გოლის გატანა შეძლო. ჩვენებური გახდა 21-ე საუკუნეში დაბადებული პირველი ფეხბურთელი, რომელმაც რუსულ პრემიერლიგაში გოლი გაიტანა.

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ლეგენდა დმიტრი ლოსკოვი, რომელიც ამჟამად „რკინიგზელთა“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და აქებს.

ლოსკოვის აზრით, კვარაცხელია ქართველებს არ ჰგავს და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება. რუსი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ 18 წლის ფეხბურთელს ყველაფერი აქს, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

ჩაწერა სახელი