თამთა ჩაჩანიძე
(22.05.2020)

„პანდემიის დასაწყისში, საზოგადოებამ არაფრით არ მოიშალა მრავალრიცხოვანი რიტუალური ღონისძიებები, ქორწილი, ქელეხი თუ სხვა. გარდა ამისა, ჰიგიენური ნორმების დაცვას ძალიან ზერელედ უყურებდნენ, ამას დაერთო ისიც, რომ სამედიცინო სტრუქტურები ჩანასახურ მდგომარეობაშია, ძალიან მძიმე ვითარებაა, გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მარტო სამედიცინო პერსონალია ას კაცამდე დაღუპული," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში შექმნილ ეპიდ-ვითარებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კორონავირუსზე ეჭვით თვითმფრინავით მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა არეშიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, კადიროვის გადაყვანა უფრო პროფილაქტიკის მიზნით მოხდა.

„ვიცი,რომ კადიროვი კლინიკაშია გადაყვანილი, მაგრამ მაინცდამაინც კორონავირუსით არის თუ არა, ვერ გეტყვით, მე მაინც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ უფრო პროფილაქტიკის და შემოწმების მიზნითაა, ვიდრე რეალურად დაავადების.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში კორონავირუსის თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა, აქამდე მაქსიმალურად ცდილობდნენ ციფრები დაემალათ, ყველაზე რთული ვითარება დაღსტანშია, გარდა იმისა, იქაური სამედიცინო სტრუქტურები ასეთი ტიპის შეტევისათვის მომზადებული არ იყო, პლიუს ამას დაერთო ის, რომ ნორმები თვითონ საზოგადოებამაც არ დაიცვა, გონს ბოლო დროს მოვიდნენ.

„პანდემიის დასაწყისში, საზოგადოებამ არაფრით არ მოიშალა მრავალრიცხოვანი როტუალური ღონისძიებები, ქორწილი, ქელეხი თუ სხვა. გარდა ამისა, ჰიგიენური ნორმების დაცვას ძალიან ზერელედ უყურებდნენ, ამას დაერთო ისიც, რომ სამედიცინო სტრუქტურები ჩანასახურ მდგომარეობაშია, ძალიან მძიმე ვითარებაა, გარდაცვლილებისა და ინფიცირებულების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მარტო სამედიცინო პერსონალი ას კაცამდეა დაღუპული.

„რაც შეეხება დანარჩენებს, ჩეჩნეთში რეალური ციფრები არავინ არ იცის, იმიტომ რომ ეს დახურული სახელმწიფოა, სახარბიელო მდგომარეობა არც ჩეჩნეთშია და არც ინგუშეთში, რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, აქ საკმაოდ რთული ვითარებაა, ოღონდ კონტროლს ექვემდებარება, ინფიცირებულების რიცხვი ძალიან მაღალია, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი კატასტროფული არაა," - განაცხადა მან.

მისივე თქმით, კავკასიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ეპიდსიტუაცია კონტროლს შედარებით ექვემდებარება.

„ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში, ჩერქეზეთში, ყაბარდოში, აქ სიტუაცია უფრო ხელში უჭირავთ იმიტომ, რომ კრასნოდარის მხარეს სამედიცინო სტრუქტურებია განლაგებული და აქედან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურება აქ უფრო ეფექტურია და ამიტომაცაა, რომ აფხაზეთში დაავადებულების შედარებით მაღალი რიცხვი არაა, მიუხედავად იმისა, რომ აქაც სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაბალ დონეზეა.

„ხელისუფლებების ნაწილი სიტუაციას მალავს, ნაწილი აღიარებს,მაგალითად დაღესტნის ჯანდაცვის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ სამედიცინო პერსონალი გვყავს დაღუპულიო და ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვსო და დანარჩენები მეტ-ნაკლებად ზოგი მალავს ზოგი არა," - განაცხადა არეშიძემ.

ჩაწერა სახელი