თამთა ჩაჩანიძე
(14.05.2020)

ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა, მაიმუნების ერთ-ერთ სახეობაზე, კერძოდ მაკაკაზე, წარმატებით გამოსცადეს, რის შემდეგაც მოხალისეებში კლინიკური კვლევების პირველი ეტაპი დაიწყეს.

„დავანახეთ, რომ მას შემდეგ, რაც მათ (მაკაკების) ორგანიზმში ვირუსის დიდი დოზა შევიყვანეთ, ვაქცინის ერთჯერადმა დოზამ პნევმონიის განვითარებისა და ფილტვების ქსოვილების დაზიანებისგან დაიცვა, რომელიც კოვიდ-19 ინფექციასთანაა დაკავშირებული," - განაცხადეს მეცნიერებმა.

ამერიკულ-ბრიტანულმა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის ხელმძღვანელი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი სარა გილბერტია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავეს, რომლის საფუძველიც ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩამოაყალიბეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე მეცნიერებმა ვაქცინა თაგვებზე წარმატებით გამოსცადეს.

მეორე ეტაპზე კი ცდა ექვს პრიმატზე განახორციელეს, პირველ რიგში მათ ორგანიზმებში კოვიდ-19 ვირუსი შეუშვეს, ხოლო შემდგ კი ვაქცინა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ვაქცინამ მაიმუნები ვირუსის ფილტვებში შეჭრისა და პნევმონიის განვითარებისგან სრულიად დაიცვა, თუმცა ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ინფიცირებას ხელი არ შეუშალა.

ექსპერიმენტების წარმატებულად დასრულებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ ვაქცინა ამჯერად ადამიანებზე გამოსცადონ, ექსპერიმეტში კი მონაწილეობა 13 მაისის მონაცემებით ბრიტანეთის ათასზე მეტმა მცხოვრებმა მიიღო.

ჩაწერა სახელი