თამთა ჩაჩანიძე
(31.03.2020)

გარდაცლილი ქალბატონი 86 წლის იყო. იგი კორონავირუსით 9 მარტს გარდაიცვალა და 13 მარტს დაკრძალეს ისე, რომ არანაირი დამცავი საშუალებები არ გამოუყენებიათ. 16 მარტს კორონავირუსი დაუდგინდა მის 65 წლის ძმისშვილ ქალბატონს, რომელიც 65 წლის იყო და ისიც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ პირველი ქალბატონის დაკრძალვაზე მყოფი ნათესავების ტესტირება ჩაატარეს და კორონავირუსი კიდევ 16-ს დაუდგინდა.

ეს საყურადღებო შემთხვვა ბრიტანეთში მოხდა და ამის შესახებ „დეილი მირორი" წერს.

86 წლის ქალბატონს შეილა ბრუკსი ერქვა, მის 65 წლის ძმისშვილს კი - სუზან ნელსონი. ამ უკანასკნელის ვაჟი ამბობს, რომ დაკრძავის შემდგომ დღეებში დედამისიგამუდმებით ახველებდა, სული ეხუთებოდა. მისივე თქმით, ნელსონი 16 მარტს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა უთხრეს, რომ მომდევნო ორი დღე კრიტიკული იქნებოდა, თუმცა ქალბატონმა კრიზისული მდგომარეობა ვერ გადაიტანა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სიკვდილის დროს ქალბატონი მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

86 წლის ბრუკსის დაკრძალვის შემდეგ კი, კოვიდ-19 ის მის კიდევ 16 ნათესავს აღმოაჩნდა. ამ დაინფიცირებულებს შორის სუზან ნელსონის 34 წლის ქალიშვილი ამანდა ნელსონიც მოხვდა. მისი თქმით, გასვენებაზე დაინფიცირებულთა შორის როგორც მოხუცები ისე ახალგაზრდა ნათესავები არიან. ამასთან, ერთ-ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

ჩაწერა სახელი