თამთა ჩაჩანიძე
(23.03.2020)

ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის ორი პრეპარატის კომბინაცია წარმატებით გამოსცადეს, ამის შესახებ ინფორმაციას „International Journal of Antimicrobial Agents"-ი ავრცელებს. მეცნიერების ნაშრომში ინფექციის ეფექტური მკურნალობის კლინიკური გამოცდილებაა აღწერილი, კერძოდ, ანტიმალარიული პრეპარატების ჰიდროქსიქლოროქსინისა და აზითრომიცინის კომბინაციის გამოყენება.

მარსელის ინფექციურ დაავადებათა საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩატარებულ კვლევაში, მონაწილეობდენ პაციენტები, რომლებსაც კოვიდ-19-ის ან SARS-CoV-2-ის სიმპტომები ჰქონდათ.

14 პაციენტი დღეში სამჯერ 200 მილიგრამ ჰიდროქსიქლოროქსინ სულფატს 10 დღის განმავლობაში იღებდა. აქედან 6 პაციენტი პირველი ორი დღის განმავლობაში დამატებით 500 მილიგრამ აზითრომიცინს,ხოლო მომდევნო 4 დღის განმავლობაში კი 250 მილიგრამს იღებდა. ყოველდღე ელექტროკარდიოგრამით ექიმები აკვირდებოდნენ, ხომ არ აქვს მკურნალობას გვერდითი მოვლენები გულის თვალსაზრისით.

მკურნალობის მეხუთე დღეს ექვსივე პაციენტის კორონავირუსის ტესტი უარყოფითი იყო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთმა პაციენტმა, რომელიც მხოლოდ ჰიდროქსიქლოროქსინს იღებდა, მე-8 დღეს აზითრომიცინის მიღება დაიწყო და დაავადების მე-9 დღეს მისმა ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

ნაშრომის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი შედეგები წინასწარი, თუმცა იმედისმომცემია.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ფრანგი ექიმების მიერ გამოყენებული პრეპარატები ქართველი ექიმებისთვისაც ცნობილია, რომელიც უშუალოდ პნევმონიისთვის გამოიყენება და არა კოვიდ-19 ინფექციისთვის.

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგოდ აზითრომიცინი არანაირად ეფექტური არაა,ძალიან რთულია უმკურნალო დაავადებას, როდესაც უჯრედშიდა ინფექციაა, ანუ, ის უჯრედი უნდა მოკლა, სადაც ვირუსია, მოკლავ და მაშინ ავტოიმუნური პროცესი წავა.

„აზითრომიცინი ჩვეულებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც არა უშუალოდ ვირუსზე, რამედ პნევმონიაზე მოქმედებს, ფრანგებს ძალიან კარგი გამონათქვამი აქვთ „განაჩენი გამოაქვს ვირუსს, რომელიც სისრულეში მოჰყავს სტფილოკოკს, სტრეპტოკოკს, ან პნევმოკოკს", ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადება ვირუსით იწყება და ჩვეულებრივი სტაფილოკოკური ინფექციით რთულდება.

„აზითრომიცინი ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, აქ ახალი არაფერი არაა,ეს ჩვეულებრივი ანტიბიოტიკია, რომელიც მეორე პრეპარატთან კომბინაციაში კარგ შედეგს აძლევს უკვე პნევმონიის სამკურნალოდ, თორემ უშუალოდ ანტივირუსული პრეპარატი მთელს მსოფლიოს ჯერ არ აქვს" - განაცხადა ხმალაძემ.

ჩაწერა სახელი