ალექსანდრე არსენიძე
(31.10.2019)

 ბოლო წლების განმავლობაში წამყვანმა ჩინურმა კომპანიებმა დიდი ნახტომი გააკეთეს მსოფლიოს გლობალურ ეკონომიკაში და თანდათან სხვა საერთაშორისო კომპანიების პროდუქციის მწარმოებლებიდან, საკუთარი და წარმატებული ბრენდის შემქმნელებლად იქცნენ.

ჩინური ეკონომიკის ელვისებური სისწრაფით განვითარებასთან ერთად იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ დღეს უკვე საყოველთაოდ ცნობილი ჩინური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ თავიანთ პროდუქციას მსოფლიოს წამყვანი ბაზრებისათვის და სულ უფრო იმყარებენ პოზიციებსა და ავტორიტეტს უმძიმესი კონკურენციის მიუხედავად წარმოების სხვადასხვა სფეროში.

პლანეტის 500 ყველაზე ცნობილ ბრენდს შორის სადღეისოდ 29 ჩინური კომპანიაა, რომლებმაც საერთაშორის წარმატებას და აღიარებას მიაღწიეს. თუ რამდენიმე წლის უკან წარწერა - „წარმოებულია ჩინეთში" ჯერ კიდევ აჩენდა გარკვეულ კითხვის ნიშნებს მსოფლიოს მომხმარებლებს შორის, დღეს სიტუაცია კარდინალურად იცვლება - საექსპორტო პროდუქცია წარწერით - „წარმოებულია ჩინეთში" უკვე ხარისხის და საიმედოობის გარანტიაა.

ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Huawei, Alibaba, China Southern Airlines, Bank of China, China Mobile, ZTE, China South Locomotive, AVIC group, Beidou, DJI, Dajiang Innovation Enterprise, Lenovo, Hikvision და სხვები ქარიშხალივით შეიჭრნენ მსოფლიო ეკონომიკის ლიდერის პოზიციებზე და პოზიციბს იკავებენ პირველ სამეულში მსოფლიო ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროებში.

„ჩინურმა ბრენდებმა უკვე შესანიშნავი ნახტომი გააკეთეს, მაგრამ, საიმისოდ, რომ მსოფლიო დონის ბრენდები გახდნენ, კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ახალი ნორმების მიხედვით, წარმოება ჩინეთში სულ უფრო ძლიერი გახდება, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა შეუქცევლად გააგრძელებს მოძრაობას წინ. ჩინურმა ბრენდებმა უფრო ფართოდ და წარმატებულად უნდა შეძლონ საერთაშორისო ბაზრებზე შესვლა" - განაცხადა ეკონომისტმა ლი ინინმა.

ჩინეთი მსოფლიოში მესამე ინვესტორია და შესაბამისად მისი კომპანიებიც თანდათან მსოფლიოს დონეზე გადიან. ჩინური კომპანიები ახდენენ ადაპტაციას საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებთან და თავისებურებებთან, კანონებთან და ნორმატიულ აქტებთან, რაც ხელს უწყობს მათი ცნობადობის გაზრდას.

ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გეოსტრატეგიულ პროექტს „დიდი აბრეშუმის გზა - ერთი სარტყელი ერთი გზა", რომლის რეალიზაციის ტემპები ძალიან გაიზარდა მიმდინარე წლის დასაწყისიდან, რაც საშუალებას მისცემს ჩინურ კომპანიებს აქტიურად გავიდნენ იმ ქვეყნების ბაზრებზე, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ამ პროექტთან. ეს იქნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ ისინი მსოფლიოს დონის ბრენდებად გარდაიქმნან.

 „ჩინურმა ბრენდებმა უნდა აჩვენონ თავიანთი პოტენციალი უმაღლეს დონეზე. სადღეისოდ ჯერ კიდევ მრავალი მსოფლიოში ცნობილი ჩინური ბრენდები საერთაშორისო ბაზრების ქვედა დონეზე იმყოფებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შექმნან დადებითი იმეჯი სეგმენტში - „მაღალი ხარისხი და სიიაფე". ეს რაღა თქმა უნდა ადვილი არ არის, მაგრამ ჩინურმა ბრედნებმა უნდა მოიპოვონ მეტი გავლენა, რათა მაღალი კლასის ბაზრებზე გავიდნენ და მსოფლიო დონის ბრენდებად გარდაიქმნან" - განაცხადა პეკინის უნივერსიტეტის ჩინური ბრენდების კვლევითი ცენტრის დირექტორმა ვან ციგუომ.

ჩინური ეკონომიკისა და ბრენდების განვითარებისთვის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები - გამოყენებულ იქნა დეცენტრალიზაციის პრინციპი, როგორც გარღვევა ეკონომიკური გარდაქმნებისათვის - შედეგად, ახალი მწარმოებლების დაბადების ტენდენცია ელვის სისწრაფით იზრდება, ხოლო ახალი ბიზნესმოდელები, როგორც სოკოების წვიმის შემდეგ, ისე იზრდებიან.

კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების დახვეწამ და ინტელექტუალური საკუთრების დაცვამ ასევე ხელი შეუწყეს ახალი ბრენდების შექმნას.

„იმ ჩინური ბრენდების რაოდენობა, რომლებმაც დაიმკვიდრეს თავი მსოფლიო ბაზარზე, არც ისე დიდია. ეს მითუმეტეს არაპროპორციულია მსოფლიოს მეორე ეკონომიკისათვის და პლანეტის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი მრეწველობისათვის. ჩინურმა კომპანიებმა უნდა მიაღწიონ მიზანს - გახდნენ უფრო ძლიერნი და უკეთესები მსოფლიო კლასზე. უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რათა მსოფლიო დონის ბრენდები შექმნან" - განაცხადა სახელმწიფო საკუთრებაზე ზედამხედველობის სახელმწიფო კომისიის დირექტორმა პენ ხუანგმა.

პირადი დიდი წვლილი შეაქვთ ჩინური ბრენდების პოპულარიზაციაში ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს - მაგალითად, პრეზიდენტი სი ძინ პინი მსოფლიოს ლიდერებს „ნაციონალური საჩუქრის" სტატუსით მობილურ ტელეფონს ZTE-ის ჩუქნის, რაც მეტად მნიშვნელოვანი და სიმბოლური ჟესტია.

სადღეისოდ ჩინური კომპანიები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ შექმნან საერთაშორისო ბრენდები და 2020 წლისთვის ჩამოყალიბეს კომპანიათა ჯგუფი, რომელთაც ექნებათ ნათელი სტრატეგია, საიმედო სისტემები და მმართველობა და საუკეთესო შედეგები.

„ამ წელს ჩინეთში იქნება რეალიზებული პროგრამა - „გაკეთებულია ჩინეთში 2025 წლამდე". ამასთანავე წარმოების გარდაქმნასთან და მოდერნიზაციასთან ერთდ ჩვენ შევქმნით საერთაშორისო ბრენდების ჯგუფს ტექნოლოგიის და პროდუქციის მაღალი ხარისხით, რათა ბრენდის მნიშვნელობა გავზარდოთ. ჩინეთის კომპანიები მსოფლიო ეკონომიკის წამყვანი პოზიციებისკენ მიისწრაფვიან. ახლანდელი პირობები უკეთესია, შესაძლებლობები კი გაცილებით დიდი" - სახელმწიფო საბჭოს მრჩეველმა რენ იუილინმა.

ჩინური ეკონომიკისა და კომპანიების გასაკუთრებულ მიღწევებს შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს თაობათა ოცნების რეალიზება - პირველი კონკურენტუნარიანი სამოქალაქო თვითმფრინავის ARJ21-ის შექმნა, რაც ჩინელი მეცნიერებისა და პროფესიონალების მრავალწლიანი შრომის შედეგია.

ახალმა თვითმფრინავმა უკვე მიიღო სერტიფიკატი ფრენების შესრულებაზე და უფლება იქნეს გამოყენებული საშუალო და შორ დისტანციებზე მგზავრთა გადასაყვანად.

 ჩინური სამოქალაქო თვითმფრინავის შექმნა ნამდვილი რევოლუციაა ამ სფეროში, სადაც ათწლეულების განმავლობაში მონოპოლია ჰქონდათ ამერიკულ „ბოინგს" და ევროპულ „ეარბასს".

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩინეთის საავიაციო მრეწველობა იმედოვნებდა განევითარებინა საკუთარი სამოქალაქო ავიაწარმოება საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე. მაგრამ, რადგანაც არ არსებობდა უფლებები ინტელექტუალურ საკუთრებაზე, შესაბამისი შედგების მიღწევა ვერ მოხერხდა. ამან აიძულა ჩინელი ავიატორები გაეთვითცნობიერებინათ, რომ უნდა წასულიყვნენ დამოუკიდებელი ინოვაციების გამოგონების გზით და აი, როგორც იქნა ყველაფერი დიდი წარმატებით დასრულდა. ახლა ჩინეთს შეუძლია იამაყოს საკუთარი წარმოების სამოქალაქო თვითმფრინავით.

კიდევ ერთი „ჩინური საოცრება", რაღა თქმა უნდა ჩინური მაღალსისწრაფიანი რკინიგზაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბის გარღვევად იქცა სარკინიგზო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების სფეროში.

ჩინელი მეცნიერების ამ მიღწევის წყალობით ადამიანებს შეუძლიათ გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადაადგილდნენ დანიშნულების ადგილას.

ასევე, მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკისათვის ტვირთების სწრაფად და უსაფრთხოდ გადაადგილება პლანეტის სხვადასხვა რეგიონებში, რაც შესაძლებელი გახდება ჩინური სწრაფის რკინიგზის განვითარების შემდეგ მთავარ ტრანსკონტინენტალურ სავაჭრო მარშრუტებზე.

ჯერ კიდევ 10 წლის უკან მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიები სწრაფი რკინიგზის მიმართულებით ისეთი ქვეყნების ხელში იყო, როგორებიცაა - გერმანია, იაპონია, საფრანგეთი და სხვები, დღეს კი ჩინური სწრაფი რკინიგზა „ოქროს ნიშნად" იქცა. ჩინურმა სწრაფმვა რკინიგზამ დიდ წარმატება მოიპოვა მსოფლიოში და სფეროს ლიდერად იქცა.

მთიანობაში, თამამას შეიძლება ითქვას, რომ წამყვანი ჩინური კომპანიები სადღეისოდ მსოფლო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ბრენდებად ითვლებიან. მათი რეპუტაცია დ პოპულარობა დიდი სისწრაფით იზრდება - ისინი წამყვან ადგილებს იკავებენ მსოფლიო ეკონომიკაში. მათ აქვთ დიდი პოტენციალი, ამბიციები და ოპტიმისტური პერსპექტივები მომავალში.

 

 

ჩაწერა სახელი
მედეა (31.10.2019)
მაშფოთებს ა.შ. შ- გან ჩინეთისადმი დისტანცირების დ ი რ ე ქ ტ ი ვ ა . ახალმა ელჩმაც ამაზე ისაუბრა, ეს დაამუხრუჭებს ჩვენს ეკონომოკას. ჩინეთმა გამოიჩინა ყურადღება და ჩვენ ეს არ უნდა გამოვიყენოთ? 2 დიდი ეკონომიკის შეჭიდება რა ჩვენი გადასაწყვეტია, ორივე ჩვენი მ ე გ ო ბ ა რ ი ა და ღირებული მხარდამჭერი. ნეტავი შ ე რ ი გ დ ნ ე ნ და ჩვენ ორივემ გაგვიწიოს დახმარება, რომ ჩვენი ეკონომიკა გაძლიერდეს.