თამთა ჩაჩანიძე
(02.10.2019)

 კადიროვის შეირაღებული რაზმები ნატო-ს წევრი ქვეყნის, ნორვეგიის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ - თანაც სრული შეარაღებითა და ტყვია-წამლით. ამის შესახებ რუსეთის ოპოზიციური გამოცემა „ნოვაია გაზეტა" წერს, რომელმაც ამ თემას ჟურნალისტური გამოძიება მიძღვნა. როგორც გამოცემა აღნიშნავს მათ სოციალურ ქსელში ჩეჩნური სპეცრაზმის, ე.წ. „კადიროვის მფრინავი რაზმების" კადრები და ფოტოები ნახეს, მათი თქმით, კადრებში აღბეჭდილ ტერიტორიებიდან ჩანს, რომ სპეცრაზმელების ეს დანაყოფი დავალებებს არქტიკაში, კუნძულ შპიცბერგენზე ახორციელებდა, რომელიც ნორვეგიის ეკუთვნის, თუმცა რუსეთს იქ წიაღისეულის მოპოვების ნებართვა გააჩნია.

„ნოვაია გაზეტასვე" ინფორმაციით, საკუთარ ინსტაგრამზე მომხმარებელმა ნიკით bes-600 გამოაქვეყნა 2016 წელს გადაღებული სურათი, სადაც ჩანს, რომ გროზნოს აეროპორტის ტერიტორიაზე სხვა მამაკაცებთან ერთადაა, და ამბობს რომ ნორვეგიაში „სამუშაოდ" მიემგზავრება. სხვა ფოტოებში კი bes-600 ასაკოვან მამაკაცთან ერთად საბჭოთა ბირთვული წყალქვეშა ნავის ფონზე პოზირებს.

გარდა ამისა, რუსულმა გამოცემამ „ინსტაგრამზე" მოახერხა ამ სპეცრაზმელის სხვა ფოტოებისა და ვიდეოების პოვნა არა ამ მომხმარებლის, არამედ სხვა ისნტაგრამელების გვერდზე. ამავე მომხმარებელმა არაერთხელ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც რუსეთის სპეცსამსახურის სასწავლებელშია გადაღებული, რომელიც ჩეჩნეთში მდებარეობს და რომლსაც უშუალოდ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი მფარველობს.

გამოცემის თქმით, უნივერსიტეტის ვებ გვერდზე დევს ინფორმაცია „კადიროვის მფრინავი რაზმების" 2016 წლის წვრთნების შესახებ, მოგვიანებით 2018 წელს კი კადიროვმა პირადად ისაუბრა ჩეჩნეთის „კომანდოს" მურმანსკისა და არხანგელსკის ოლქებში, მათ შორის არქტიკულ კუნძულ ფრანც-იოსების მიწაზე წვრთნებში მონაწილეობაზე, თუმცა მას არ უხსენებია სპეცნაზელების ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩაყვანა.

გამოცემის ცნობით, ამა წლის თებერვალში სპეცრაზმელმა bes-600-მა ატვირთა სურათი, სადაც იგი პარაშუტისტის უნიფორმითაა. ფონზე სვალბარდზე (შპიცბერგენის ნორვეგიული სახელწოდება) თვითმფრინავების ბენზინგასამართი სადგური მოსჩანს, ასევე მას ინსტაგრამზე მსგავსი სხვა დამადასტურებელი ფოტოებიც აქვს ატვირთული, გამოცემა ამატებს, რომ შეუძლებელია აღნიშნული სპეცრაზმელები ნორვეგიაში ტურისტული მზინით ჩასულიყვნენ, რადგან ჩეჩნეთის სპეცრაზმი სტრუქტურულად როსგვარდიის ნაწილია, რომლის წევრებსაც ნატოს ქვეყნებში ტურისტულად მოგზაურობა ეკრძალებათ." გარდა მისა, ნორვეგიაში ტურისტებსაც კი ეკრძალებათ იარაღისა და სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობის გადატანა, წერს გამოცემა.

აღანიშნავია, რომ შპიცბერგენის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ძალზე ხელსაყრელია სამხედრო თვალსაზრისით და არქტიკაში ნაოსნობისა და საჰაერო მიმოსვლის გაკონტროლების საშუალებას იძლევა.

ჩაწერა სახელი