რეზონანსი
(07.09.2019)

 რამდენიმე წუთის წინ კიევის ბორისპოლის აეროპორტში რუსული სამხედრო სატრანსპორტო ხომალდ „ტუ-204" დაეშვა, რომლითაც უკრაინაში დაკავებული რუსეთის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამის პარალელურად, მოსკოვის აეროპორტ „ვნუკოვო 2"-ში წუთი-წუთზე ელოდებიან ანალოგიურ უკრაინულ თვითმფრინავს.

ეს ყველაფერი უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეთა გაცვლის შეთანხმების შესაბამისად ხდება. ტყვეთა ზუსტი სიები ცნობილი არ არის. თუმცა გარკვეულია, რომ რუსეთი ქერჩის სრუტეში ცნობილი ინციდენტისას დაკავებულ ყველა უკრაინელ მეზღვაურს ათავისუფლებს. მათი ადვოკატის ცნობით, 24-ვე უკრაინელი მეზღვაური უკვე ვნუკოვოშია და კიევიდან თვითმფრინავს ელის.

ჩაწერა სახელი