თამთა ჩაჩანიძე
(26.08.2019)

 აშშ-ში ზაფხულის განმავლობაში 200 ადამიანი ამოუცნობი დაავადებისგან დაავადდა, ხოლო ერთი კი გარდაიცვალა, ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა ელექტრონული სიგარისგან იყოს გამოწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას ილინოისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ილინოისის შტატში აღნიშნული უცნობი დაავადებისაგან ადამიანის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსრდა, ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტი ავრცელებს, სააგენტოსვე ცნობით, აღნიშნული მამაკაცი საავადმყოფოში მძიმე რესპირატორული სიმპტომით იქნა გადაყვანლი, წყაროს ცნობით, მას სუნთქვის მძიმე უკმარისობა მას შემდეგ დაეწყო, რაც ელექტრონული სიგარა მოწია.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ინფორმაციით, 28 ივნისიდან დღემდე გამოვლენილია ფილტვების იგივე უცნობი დაავადების 193 შემთხვევა, მათივე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული დაავადებული პაციენტები ელექტრონული სიგარეტის მომხმარებლები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მონაცემები ეხება აშშ-ს 16 შტატს.

ზემოაღნიშნულმა დაავადების მონაცემებმა ხალხის აღშფოთება გამოიწვია, თუმცა, ელექტრონული სიგარეტის დამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს გამოწვეულია სიგარებში გამოყენებული არალეგალური ნარკოტიკებიგან.

ზემოაღნიშნული დაავადების სიმპტომებია- სუნთქვის გაძნელება, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი, გულისრევა და სისუსტე. თუმცა, ამერიკელ ექიმებს ამ უცნობი დაავადების განმარტება ჯერ არ აქვთ.

ამავე დროს, მკვლევარებმა ჯერ კიდევ ვერ დაასკვნეს, თუ კონკრეტულად დაავადებას რა იწვევს. ცნობილია მხოლოდ ის,რომ ელექტრონული სიგარაში არსებობს კომპონენტი ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC), რომელიც შეიცავს მარიხუანას.

BBC- ს რეპორტიორებმა აღნიშნეს, რომ ელექტრონული სიგარის "საწვავის" შესავსებად, შესაძლოა არსებობდეს არალეგალური ე.წ. შავი ბაზარი.

ჩაწერა სახელი