თამთა ჩაჩანიძე
(13.08.2019)

 რუსული მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თვითმფრინავი კალინინგრადიდან მოსკოვში მიფრინავდა, მათი თქმით ნატოს ავიაგამანადგურებელმა „ეფ-18“-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, თუმცა მას ამაში მინისტრის თვითმფრინავის თანმხლებმა რუსულმა „სუ-27“-ებმა შეუშალეს ხელი, რომლებმაც მანევვრის გაკეთების საშუალება არ მისცეს.

შოიგუ კალენინგრადიდან ბრუნდებოდა, სადაც მან ადმირალ ნახიმოვის საზღვაო სკოლის ფილიალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო  მონაწილეობა და მის თვითმფრინავს ორი „სუ-27“ ახლდა.

რუსულმა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მათი თქმით,  აღნიშნული ინციდენტია ასახული, 

„შოგოუს თვითმფრინავში ერთ-ერთი მგზავრის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს „ეფ-18“, რომელიც ლაინერს უახლოვდება, კადრში გამანადგურებლის საბორტო  ნომერიც იკითხება. მას შემდეგ, რაც „სუ-27“-ებმა მისკენ აიღეს გეზი, ის კურსს იცვლის  და გადადის სხვა მიმართულებით“, - აღნიშნავს რუსული მედია.  

აღსანიშნავია, რომ ამას წინ უძღოდა კიდევ ერთი ინციდენტი  რუსული სამხედრო ავიაციის მონაწილეობით. 12 აგვისტოს ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა გზა გადაუღობეს ორ რუსულ „ტუ-142“-ს, რომლებიც ბრიტანეთის საჰაერო სივრცისკენ მიიწევდნენ.

ჩაწერა სახელი