ტატა შოშიაშვილი
(13.08.2019)

 ბრექსიტის პროცესის დასრულებისა და ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი ე.წ. მაგნიტსკის შესწორების სრულმასშტაბიან ამოქმედებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაში მონაწილე პირებს ბრიტანეტში შესვლა აეკრძალებათ, ბრიტანეთის ტერიტორიაზე მათი საბანკო ანგარიშები კი გაიყინება. ამის შესახებ საუბარია გამოცემა „ტელეგრაფში“ დაბეჭდილ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის წერილში.

ბრიტანეთის პარლამენტმა „მაგნიტსკის შესწორება 2018 წლის მაისში მიიღო, თუმცა ეს კანონი დღემდეგ არავის მიმართ არ გამოუყენებიათ. რამდენიმე თვის წინ ბრიტანელ პარლამენტართა ჯგუფმა მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც აცხადებენ, რომ ეს კანონი არ მოდის წინააღმდეგობაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ამის დასტურად ბალტიის ქვეყნების მაგალითი მოჰყავთ, თუმცა მთავრობაში სხვაგვარად ფიქრობენ და ბრექსიტის დასრულებას ელოდებიან.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამ კანონის ამიქმედება ყველაზე დიდ პრობლემას რუს ოლიგარქებს შეუქმნის. საქმე ისაა, რომ ამავე „მაგნიტსკის შესწორებით“ მთავრობა ვალდებული გაასაჯაროოს იმ პირთა სია, ვინც თავის აქტივებს ბრიტანეთის კუთვნილ ოფშორებში ინახავს - ვირჯინიისა და კაიმანის კუნძულებზე.

სხვა ბრიტანული გამოცემის, „სანდი თაიმსის“ ცნობით, ბრიტანულ ოფშორებში რუს ოლიგარქებს საერთო ჯამში 47 მლრდ დოლარი აქვთ შენახული, მათგან 41.5 მლრდ ვირჯინიის კუნძულებზე.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს და კონტროლს დავამყარებთ სანქციების შემოღების ჩვენს საკუთარ კანონებზე, ჩვენი სახელმწიფო „მაგნიტსკის შესწორებების“ გამოყენებას დაიწყებს სანქციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა რააბმა და პირობაბ დადო, რომ ყველა ზომას მიიღებს საიმისოდ, რომ „სხვების წამებით სარგებლის მაძიებლებმა“ ვეღარ შეძლონ ბრიტანეთში უსფრთხო თავშესაფრის მიღება.

ხოლო ევროპის საკითხების მინისტრმა ალან დუნკანმა კი ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარში აღნიშნა, რომ „მაგნიტსკის კანონის“ ბრიტანული ვერსია ევროპის ყველა სხვა დანარჩენ ქვეყანაში მიღებულ და ამოქმედებულ ვერსიაზე უფრო ხისტი და მკაცრი იქნება.

ჩაწერა სახელი