ტატა შოშიაშვილი
(12.06.2019)

 რუსულმა ავიაგამანადგურებელმა სუ-27-მა 10 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვედეთის სადაზვერვო თვითმფრინავები დააკავა, როდესაც ისინი რუსეთის საზღვართან ახლოს, ბალტიის ზღვის თავზე დაფრინავდნენ. აღსანიშნავია, რომ იმ ტერიტორიზე, სადაც რუსულმა სუ-27-მა აშშ-ისა დაშვედეთის თვითმფრინავები დააკავა, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები მიმდინარეობს. ამის შესახებ სამშაბათს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ სუ-27-მა უცხოური სადაზვერვო თვითმფრინავების იდენტიფიცირების შემდეგ ანგარიში ჩააბარა და თანაც ახლდა აშშ-სა და შვედეთის თვითმფრინავებს, რათა რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის საზღვრები არ დაერღვიათ და უსაფრთხოების ნორმები დაეცვათ. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი" იუწყება:

„10 ივნისს საჰაერო სივრცის კონტროლის რუსული საშუალებებით ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აღმოჩენილ იქნა რუსეთის ფედერაციის საზღვართან მოახლოებული ორი საჰაერო სამიზნე. მათ დასაკავებლად ჰაერში აიწია ავიაგამანადგურებელი სუ-27.

„რუსეთის ავიაგამანადგურებელი საჰაერო ობიექტებს უსაფრთხო დაშორებაზე მიუახლოვდა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა - ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების RC-135 ტიპის თვითმფრინავი და შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ე.წ. გოლფსტრიმი. რუსეთის თვითმფრინავ სუ-27-ის ფრენა მკაცრად ექვემდებარებოდა საჰაერო სივრცის გამოყენების საერთაშორისო წესებს", - წერია წერილში.

Baltops-2019-ის სწავლებები 9-დან 21 ივნისამდე, ბალტიის ზღვის სამხრეთ ნაწილში მიმდინარეობს. სწავლებებში მონაწილეობას 40-მდე ხომალდი, წყალქვეშა ნავი და 18 ქვეყნის 40-მდე საფრენი აპარატი.

ბოლო პერიოდში პირველად აშშ-ის მეორე ფლოტის გემებზე მანევრების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელიც განახლებული იყო 2018 წელს.

ჩაწერა სახელი