თიკო ოსმანოვა
(17.04.2018)

 რუსი ბიზსნემენი ვალერი პშენიჩნი, რომელსაც უნიკალური გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრების გამო "რუს ილონ მასკსაც" ეძახდნენ, ციხეში წამებით მოკლეს, მანამდე კი გააუპატიურეს. ამის შესახებ ახლახან გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი. მანამდე კი ციხის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო.

პშენიჩნი, რომელიც სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, სანქტ-პეტერბურგის ციხეში 5 თებერვალს გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, სხეულს აღენიშნება ბასრი იარაღით მიყენებული არაერთი ჭრილობა და ხერხემლის მოტეხილობა, სიკვდილი კი ასფიქსიამ გამოიწვია. ასევე გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება ელექტროშოკისა და გაუპატიურების კვალი.

პშენიჩნის კომპანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით წყალქვეშა ნავის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნაზე მუშაობდა. მან ერთ-ერთ პარტნიორს უჩივლა და სახსრების გაფლანგვა დააბრალა. პარტნიორი დაიჭირეს, თუმცა მალევე გამოუშვეს და იგივე ბრალდებით ახლა უკვე მომჩივანი დაიჭირეს. ციხიდან გამოგზავნილ წერილში ბიზნესმენი ცოლს კატეგორიულად თხოვდა, ქრთამი არავისთვის მიეცა.

ჩაწერა სახელი