ნინო ქეთელაური
(14.02.2018)

 თუ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, საფრანგეთი სირიაზე დარტყმას განახორციელებს – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

“თუ ჩვენ დავამტკიცებთ სირიაში ქიმიური იარაღის არსებობას, რაც ხელშეკრულებით აკრძალულია, დარტყმას განვახორციელებთ იმ ადგილზე, სადაც ის მზადდება”,-განაცხადა მაკრონმა.

იქვე აღნიშნა, რომ საფრანგეთს ჯერ არ აქვს უტყუარი მტკიცებულება, მაგრამ ქვეყნის უწყებები და შეიარაღებული ძალები ყურადღებით აკვირდებიან სიტუაციას.

მაკრონის თქმით, 9 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა  სატელეფნო საუბრისას გამოთქვა შიში, რომ შესაძლოა, დამასკომ ქიმიური იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენოს.

მანამდე, "როიტერი" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სირიის ხელისუფლებამ შესაძლოა ახალი ტიპის ქიმიური იარაღი შექნას, დონალდ ტრამპი კი მაზად არის განიხილოს ახალი სამხედრო ოპერაციები, რომელიც აუცილებელია ქიმიური შეტევების თავიდან ასაცილებლად.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ სირიის ომში საფრანგეთის ჩართვით დაპირისპირების მეორე ტელღა იწყება.

“პირველი ტალღა იყო რეგიონალური ომი, რომელიც სიარიამ 2015-17 წელებში გადაიტანა. ეს იყო ბრძოლა “ისლამურ სახალიფოსთან”, რა დროსაც მისი პოტენციალი ბევრად შემცირდა და ფაქტობრივად დამარცხდა. მაგრამ ახლა უკვე გადადის საკამოდ საშიშ ფაზაზე”,-აცხადებს ვახტანგ მაისაია და აღნიშანვს, რომ შესაძლოა დაპირისპირებაში ევროკავშირიც ჩაერთოს.

“იმ ფონზე, რომ ამერიკა, რუსეთი, თურქეთი, ირანი უკვე აქტიურად არიან ჩაბმული სირიის მეორე რეგიონალურ ომში, ახლა საფრანგეთის ჩართვით გამოდის, რომ ევროკავშირის მონაწილეობაც  გადაუვალი იქნება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონალურ ომში ჩართული აქტორების მონაწილეობას.

"რაც შეეხება კონკრეტულად საფრანგეთს, ის გასაგები მიზეზებით შეიძლება ჩაერთოს ამ ომში, რადგან მისი ეგდის ქვეშ იყო სირია და საფრანგეთს აქვს ექსკუზიური უფლება, რომ მის საქმეებში ჩაერიოს, როგორც კოლონიალური სახელმწიფო. შესაბამისად, როგორც ჩანს, საფანგეთი ამით აცხადებს პრეტენზიას, რომ იყოს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო დონის აქტორი”,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.

ჩაწერა სახელი