მარიამ ვეკუა
(14.03.2025)

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადმირ პუტინმა გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კურსკის ოლქში შესაძლოა მალე დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცების „ფიზიკური ბლოკადა" განხორციელდეს, საიდანაც ცოცხლად გასვლას ვერავინ მოახერხებს, უკრაინული მხარე ამ კვირაში ალყაში მოქცევას არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ „ბრძოლა გართულდა".

კურსკის ოლქში სიტუაცია ბოლო ორი კვირის განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა, რუსებმა პოზიციები შეცვალეს, ხიდები გადაწყვეს და დაიბრუნეს სტარტეგიული მნიშვნელობის უდიდესი ქალქები, მათ შორის - სუჯა, უკრაინელი სამხედროების ნაწილმა კი პლაცდარმი დატოვა.

„შეტევითი ოპერაციების დროს ჩრდილოეთის სამხედრო დაჯგუფების ნაწილებმა გაათავისუფლეს დასახლებები მელოვოი, პოდოლი და სუჯა", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათს.

კრემლის ლიდიერმა ვლადიმირ პუტინმა გუშინ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინელები არჩევანის წინაშე დგანან: „დანებდნენ ან მოკვდნენ", რადგან რუსეთი პოზიცებს კურსკის ოლქში აძლიერებს, რომ რუსეთმა დასავლეთ კურსკში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები "ჩაკეტა", სადაც ისინი ომის ერთ-ერთ მთავარ ბრძოლაში შვიდ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ გამაგრებულები.

ბრძანების გაცემიდან, ზუსტად ერთ დღეში, მას შემდეგ, რაც თავის მთავარ მეთაურებს დაავალა, უკრაინული ძალების განდევნა კურსკიდან რაც შეიძლება სწრაფად დაესრულებინათ, პუტინმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა:

"კურკსკი სრულიად ჩვენი კონტროლის ქვეშაა და ჯგუფი, რომელიც შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, იზოლაციაშია".

ამავე დროს, უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ჯარისკაცების ალყაში მოქცევას არ ადასტურებს, მაგრამ აღიარებს, რომ ბრძოლა გართულდა და უკრაინელები თავდაცვის პოზციებში გადავიდნენ.

კრემლის ლიდერმა განაცხადა, რომ კურსკში ჩარჩენილ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცებს უახლოეს დღეებში არჩევანის გაკეთება მოუწევთ.

„და თუ უახლოეს დღეებში მოხდება ფიზიკური ბლოკადა, მაშინ საერთოდ ვერავინ შეძლებს წასვლას, იქნება მხოლოდ ორი გზა - დანებება ან სიკვდილი".

გასულ აგვისტოში უკრაინის მოულოდნელი შეჭრა კურსკში მიზნად ისახავდა პუტინისთვის დიდი დარტყმის მიყენებას, რუსული ძალების სხვა ფრონტის ხაზზე მობილიზებას და მათი მიწების ხელში ჩაგდებას უკრაინის ოკუპირებულ მიწებზე გაცვლის პერსპექტივით.

ცნობისთვის, 1941 წელს ადოლფ ჰიტლერის არმიის შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ პირველები, რომლებმაც ფართომასშატბიანი ბრძოლები რუსეთის ტერიტორაზე წარმართეს.

თუმცა, რუსებმა, მოკავშირე ჩრდილოეთ კორეის ჯარების მხარდაჭერით, თანდათანობით დაიბრუნეს დაკარგული მიწა.

„პუტინი, რომელიც იშვიათად ატარებს სამხედრო ფორმას, სატელევიზიო ეთერში აჩვენეს უნიფორმით - ეს არის მკაფიო სიგნალი დასავლეთის სამხედრო გადაწყვეტილების შესახებ, რითაც პუტინი მკაფიოდ უარყოფს შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულ და ამ კვირაში უკრაინის მიერ მხარდაჭერილ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის გეგმას," - წერს „როიტერზი".

ცეცხლის შეწყვეტის "ნიუანსები"

გუშინ, პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა, რომ რუსეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ იმ პირობით, რომ ამას უნდა მოყყვეს, გრძელვადიანი მშვიდობა და აღმოფხვრას კონფლიქტის ძირითადი მიზეზები.

კონფერენციზე ახსენა კურსკის ოლქიც. მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი „ნიუანსები", მათ შორის კურსკში, სადაც ზავი „ძალიან კარგი" იქნება უკრაინული მხარისთვის.

„თუ ჩვენ 30 დღით შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, რას ნიშნავს ეს? რომ ყველა, ვინც იქ არის, წავა უბრძოლველად? უნდა გავუშვათ ისინი იქიდან მას შემდეგ, რაც მათ ბევრი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ? თუ უკრაინის ხელმძღვანელობა გვაძლევს ბრძანებას იარაღის დაყრის შესახებ? გაუგებარია."-განაცხადა პუტინმა.

უკრაინა უარყოფს მსგავს დანაშაულთა ჩადენას, ამბობს, რომ ემორჩილება ჰუმანიტარულ კანონს და მისი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არ არის,

რატომ არის კურსკი ასეთი მნიშვნელოვანი

კურსკში უკრაინელები შვიდთვიანი კონტროლი შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს, ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ არხები, დასავლური გამოცემები იუწყებიან.

კურკსი, როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიას წარმოადგენს, როგორც გეოპოლიტიკური ისე სამხედრო თვალსაზრისით.

რუსეთისთვის კურსკი უკრაინის საზღვრიდან 90 კმ-ში მდებარეობს და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშველოვან რეგიონს, საიდანაც რუსეთი,ლოჯისტიკურ და სამხედრო ოპერაციებს ასრულებს.

ხოლო უკრაინეული ძალები დროდადრო ახორციელებენ დივერსიულ ოპერაციებს და დრონებით შეტევებს, რათა ომის პერიოდში რუსული პოზიციები შეასურსტონ.

კურსკს უკრაინა-რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებში „სავაჭრო მნიშვნელობასაც" ანიჭებდა,

„(უკრაინის) პოზიცია კურსკში მნიშვნელოვანია, რადგან, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რაც გავლენას მოახდენს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე,- განაცხადა ჟურნალისტებთნ , ჯერ კიდევ იანვარში, ენტონი ბლინკენმა.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა, სტიევნ ჰორელმა უკრაინულ გამოცემასთან განაცხადა, რომ რომ უკრაინამ უკვე მიაღწია გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებს, პირველ რიგში, რუსეთში შეჭრით და თვეების განმავლობაში კურსკის ოლქის შენარჩუნებით, კიევს ახლა მოუწევს გადაწყვიტოს, უნდა გააძლიეროს თუ არა კურსკის მნიშვნელოვანი მხარე მეტი ჯარისა და რესურსების გაგზავნით, რომლებიც შეიძლება განლაგდეს სხვაგან, ან გამოიყვანოს თითოეული უკრაინელი ჯარისკაცი, რათა თავიდან აიცილოს შესაძლო კატასტროფული სცენარი.

„რუსეთში ადგილის დაკარგვამ შესაძლოა გავლენა იქონიოს განწყობაზე როგორც შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ."

„ ახლა, როდესაც ოპერაცია თითქოს ნელდება,, უკრაინის პოტენციურმა უკანდახევამ კურსკის ოლქიდან შეიძლება გააძლიეროს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის აზრი, რომ „უკრაინას არ შეუძლია გაიმარჯვოს", -აღნიშნა ჰორლემა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე