უნდა გავაგრძელოთ „ჰეზბოლაზე" ზეწოლა და მტრისთვის დამატებითი და გრძელვადიანი ზიანის შექმნა; შესვენების გარეშე და დაჯგუფებისთვის შემსუბუქების გარეშე", -ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, ჰერზი ჰალევიმ განაცხადა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და სამხედრო ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, „ჰეზბოლას" დამარცხება მარტივი საქმე არ იქნება, თუმცა, ისრაელი შეეცდება სამხრეთ ლიბანში ბუფერული ზონის შექმნას.
„ისრაელი ახლა უსაფრთრთხოების დილემის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ „ჰეზბოლას" ხელმძღვანელის ლიკვიდაცია მოახდინეს, „ჰეზბოლა" მაინც სერიოზულ დამრტყმელ ძალად რჩება და რეგონალურ გამოწვევის ჰეგემონური პოზიცია უკავია.
„ბუნებრივია, მათი ერთი დარტყმით თავის დაგდება რთული იქნება. როგორც ჩანს, მხოლოდ ლოკალური ტიპის ოპერაცია განხორციელდება. სავარაუდოდ, ისრაელის თავდაცვის შტაბის უფროსი ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიური ომის კონტექსტში აკეთებს ასეთ განცხადებას. ბუნებრივია, მას სხვა განცხადების გაკეთების უფლებაც არ აქვს.
„ვერ გეტყვით ეყოფა თუ არა ისრაელს ძალა რამდენიმე ფრონტზე ერთობლივად იბრძოლოს. ყოველ შემთხვევაში, ის შეეცდება სამხრეთ ლიბანში ბუფერული ზონა შექმნას, როგორც 1978 და 2006 წლებში გააკეთა. თუმცა, რამდენად გამოუვა არ ვიცი, ამას დრო გვიჩვენებს.
„სხვათაშორის, როდესაც 1982 წელს ისრაელი ლიბანში მასშტაბურად შეიჭრა, მაშინაც კი ვერ შეძლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთის აღება. ბეირუთს ალყა შემოარტყეს, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ნატოს სამშვიდობო კონტიგენტის მეშვეობით დანებდნენ, ახლა მითუმეტეს ვერ შეძლებენ", - განაცხადა ვახტანგ მაისიამ „რეზონანსთან".
გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძის აზრით კი, ისარელს რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად მოქმედების გამოცდილება აქვს.
„ზოგად, სურათს რომ შევხედოთ, ეს არის ისრაელის მიერ მიმართული ქმედება საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად, ვინაიდან მისი ტერიტორია მუდმივად იბომბებოდა. ის ადგილი, რომელიცი რაკეტებს სჭირდება და რომლებსაც „ჰეზბოლა" იყენებს ისრაელის დასაბომბად (რაკეტები არის ახლო მანძილის), საჭიროა ისარელმა შეძლოს ამ მანძილის დაშორება, ანუ ტერიტორიის გასუფთავება, რათა გინდათ სანიტარული ან ბუფერული ზონა დაარქვით, უსაფრთხოების ზონა შექმნან, საიდაც გარანტირებულად აღარ მოხდება ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები. ეს მოსახლეობას საშუალებას მისცემთ, რომ თავიანთ საცხოვრებლებში დაბრუნდნენ.
„ჯერჯერობით მეტი ფრონტი არ ჩანს. თუ ირანი იგულისხმება, ირანზე საჰაერო დარტყმები ბალისტიკური რაკეტების საშუალებით განხორციელდება, რომელიც ახლა სახმელეთო მოქმედებას არ სჭირდება. ისე ისრაელს აქვს იმის გამოცდილება, რომ რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იომოს.
„პრინციპში, ამას „ჰეზბოლას" ფრონტს ვერ დავარქმევ, ეს უფრო არის არასამხედრო ბაზის დანაყოფებთან ბრძოლა და ეს უფრო სპეციალური ოპერაციაა, ვიდრე რაღაც საომარი მოქმედებები", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე