რეზონანსი
(30.06.2022)

თურქეთიდან ლტოლვილებმა ევროპული სასამართლოს წინ დემონსტრაცია გამართეს. მათი მოთხოვნაა: შეწყდეს თურქეთის მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. კრიტიკის ობიექტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა. ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრი ადამიანი ვალდებულია წლების განმავლობაში ელოდოს მათი საქმეების განხილვას. ისეთი ჟურნალისტები, როგორებიც არიან მეჰმეთ ბანასუ, მუსტაფა უნალი და ჰიდაიეთ ყარაჯა შვიდ წელზე მეტია ციხეში იმყოფებიან, ევროპული სასამართლო კი მათი საქმეების განხილვას არ ჩქარობს.

„ჩემმა ძმამ შვიდი წლის წინ შეიტანა განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ჩვენ აქ ვსაუბრობთ ჟურნალისტებზე, რომლებიც 7 წელია ციხეში სხედან და 1000-ზე მეტს პატიმრობა ემუქრება," - განაცხადა ჟურნალისტის ძმამ, აჰმეთ ბარანსუმ.

ევროპულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობას ადასტურებს ასევე თურქეთის ყოფილი პროკურორი მეჰმეთ ბაქირ ოზკანი, რომელიც ამჟამად დევნილობაში ცხოვრობს, სადაც ასოციაცია „იურისტები საზღვრების გარეშე" დააფუძნა.

მისი თქმით, პრობლემის წყაროა ის ფორმალური მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, ვისაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში ჩივილი სურს, ჯერ თავის ქვეყანაში უნდა ამოწუროს სამართლებრივი დაცვის საშუალებები. ამ პროცედურას წარმატებით იყენებს ერდოღანის მთავრობა. მან 2016 წლის გადატრიალების შემდეგ შექმნა საგანგებო კომისია, რომელიც ასეთ საქმეებს იხილავს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კომისიის წევრებს მთავრობა ნიშნავს და ისინიც შესაბამისად იღებენ გადაწყვეტილებებს," - ამბობს ოზკანი „ფრანკფურტერ რუნდშაუსთან" საუბრისას.

ეს მდგომარეობა, მართალია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ცნობილია, ის ამ კომისიას მაინც ლეგიტიმურად მიიჩნევს.

უამრავი ადამიანი შეიკრიბა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინ გამართულ დემონსტრაციაზე, რათა დაეგმოთ თურქი მოსარჩელეების მიმართ არაკეთილსინდისიერი მოპყრობა. ერთ-ერთი მათგანია ნურულა ალბაირაქი, იურისტი და ადამიანის უფლებათა საბჭოს „სოლიდარობის" წევრი.

„რეალურად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები დაიცვას. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ის ხშირად არ ასრულებს ამ ფუნქციას, როცა საქმე თურქეთს ეხება," - განაცხადა ალბაირაქმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე