თამთა ჩაჩანიძე
(14.01.2022)

ამერიკის დემოკრატი სენატორების ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ახალი, „მტკივნეული" სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. შემაკავებელი ზომების პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს სახელმწიფოს პირველი პირებისა და მაღალი რანგის სამხედროების, ასევე მოიცავს უმსხვილესი რუსული ბანკების, სახელმწიფო ვალის, ნედლეულის მომპოვებელი კომპანიების მფლობელების და „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მიმართ. თუმცა ყველაზე მძიმე დარტყმა - სვიფტიდან რუსეთის გათიშვა - ამ ჩამონათვალში არ შედის, რადგან ის უბრალო მოქალაქეებს დააზიანებდა და ამიტომ საჭიროდ არ ჩათვალეს.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი" წერს, თეთრი სახლი დემოკრატების მიერ შემოთავაზებულ სანქციების ვარიანტს მხარს უჭერს, პაკეტი მოიცავს სანქციებს პირადად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგაც. კანონპროექტი სახელად „უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტი" წარდგენილია აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის რობერტ მენენდესის და 25 სხვა დემოკრატი სენატოის მიერ.

კანონპროექტის თანახმად, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 60 დღის ვადაში უნდა დააწესოს შემაკავებელი ზომები რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრების, გენერალური შტაბის უფროსის წინააღმდეგ. ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა შტოების მეთაურებისა და სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

დოკუმნტში ასევე აღნიშნულია, რომ გამოქვეყნდეს დეტალური ანგარიში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ახლო თანამოაზრეების, აგრეთვე მათი ოჯახის წევრების - მეუღლეების, შვილების, მშობლების, ძმებისა და დების პირადი კაპიტალისა და ფინანსური აქტივების შესახებ.

სანქციები ასევე გათვალისწინებულია სიიდან მინიმუმ სამი ან მეტი ბანკისა და კომპანიისთვის, სია კი ასეთია: „სბერბანკი", „ვითიბი", „გაზპრომბანკი", „ვნეშეკონომბანკი", „რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი", „მოსკოვ კრედით ბანკი", „ალფა-ბანკი", „როსსელხოზბანკი", „ოტკრიტიე", „პრომსვიაზბანკი", „სოვკომბანკი" და „ტრანსკაპიტალბანკი". გარდა ამისა, საუბარია საერთაშორისო გადახდის სისტემებიდან რუსეთის გათიშვაზე და რუსეთის სახელმწიფო ვალით ოპერაციების აკრძალვაზე.

2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინაღმდეგ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. თეთრი სახლის საიტის თანახმად, სანქციები მიმართულია რუსეთის მიერ გამოშვებული სახელმწიფო სესხის, რუსთის ოფიციალური პირებისა და კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების შემოღების მიზეზად დასახელდა „მავნე საერთაშორისო საქმიანობა". აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით ამერიკის ფინანსურ ინსიტუტებს აეკრძალებათ რუსეთის მიერ სახელმწიფო ვალის დასაფარად გამოცემული იმ ახალი ობლიგაციების შეძენა, რომელიც 14 ივნისის შემდეგ აღმოჩნდება მიმოქცევაში.

ცალკე პუნქტი ითვალისწინებს სანქციებს „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის წინააღმდეგ - ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობს მის მშენებლობაში ან დაგეგმვაში. დოკუმენტის კიდევ ერთი პუნქტი აშშ-ს პრეზიდენტს სანქციების დაწესების უფლებას ანიჭებს ნედლეულის მრეწველობასთან, ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიების, აგრეთვე სხვა წიაღისეულის მოპოვებასა და გადამუშავებაში ჩართულ პირებზე.

ამერიკელმა სენატორებმა აღნიშნული კანონპროექტი რუსეთთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაქვეყნეს, როგორც „როიტერზი" ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ მზად იქნება დააწესოს საქნციები „როგორც კი ტანკები გამოჩნდებიან".

ჯო ბაიდენის ადმიონისტრაციის მაღალჩინოსნების თქმით, სანქციები იმ პირობებს შეესაბამება, რომელიც ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში სერიოზული ეკონომიკური შედეგები ექნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე