თამთა ჩაჩანიძე
(13.01.2022)

აშშ-სა და რუსეთის შეხვედრა კვლავ უშედეგოა. იმის გამო, რომ მხარეები პოზიციებს დღითიდღე უფრო და უფრო არ თმობენ, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა რამდენიმე წელიც გაგრძელდეს, როგორც სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, თუ ნატომ გაფართოვების მხრივ საქართველოსა და უკრაინის გარდა, შევედეთისა და ფინეთის საკითხი რეალურად დასვა, ეს რუსეთს კიდევ უფრო გააღიზიანებს და შესაძლოა სამხედრო ბაზები ნიკარაგუაში, ვენესუელასა და კუბაში გახსნას.

მოსაზრება, რომ „ჩემთან ახლოს მდებარეობ და შენ არ შეგიძლია გააკეთო, რაც გსურს", არის გავლენის სფეროების აზროვნების ხელახლა დაწესება. განსაკუთრებით მათ, ვინც რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებიდან ვართ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ძალიან სახიფათო გზაა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება საკუთარ თავში მოიცავს მიუღებელ რისკებს, რომელსაც მოსკოვი წინ აღუდგება".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ რუსეთი და აშშ კონსენსუსამდე გარკეული პერიოდის შემდეგ მივლენ, თუმცა კონკრეტულად რაზე, ეს მისი აზრით დღეს არ ჩანს.

„მოლაპარაკებები სამი მიმართულებით პირველ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა, ეს გასაგებიც იყო და ილუზია არავის ჰქონდა, რადგან ეს იყო პირველი ბრძოლა დაზვერვით. მხარეებმა თავიანთი პოზიცია წარმოაჩინეს. აქ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნები გამოთიშულები არიან და ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებები უფროა. რომ ვერ შეთანხმებოდნენ, ეს ლოგიკურიც იყო, რადგან პრეზიდენტ ნიქსონის მოდელი, რომელიც მათ აირჩიეს, მოლაპარაკებები სამი წელი მიდიოდა. სამი წლისმერე კი კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მგონია, რომ ესეც დიდი ხანი გაიწელება, თუმცა გააჩნია რა პროცესები განვითარდება.

„რუსეთის მიზანია, რომ აშშ-ს თავისი ძალა აჩვენოს და დააფიქსიროს, რომ ის გლობალური მოთამაშეა, შესაბამისად თავისი გავლენის სფეროებში ამერიკამ რომ ცხვირი არ ჩაყოს, რუსეთი ხელჩართული ბრძოლებისკენ მიიწევდა ხოლმე, მით უმეტეს პუტინის რეჟიმი. დღეს ომი არავის არ აწყობს, მაგრამ არის გარკვეული მომენტები, რაზეც პუტინი წამსვლელია.

„მოლაპარაკებები რომ არ აწყობდეთ, არც დაიწყებოდა. როგორც ჩანს, რუსეთს თავისი საშინაო დავალება აქვს. მან ამერიკასთან მოლაპარაკებების წინ, ყაზახეთში ერთგვარიო რეპეტიცია მოახდინა და გადაითამაშა თუ უკრაინის ხელში ჩაგდებას როგორ შეძლებდა. არაა გამორიცხული, რომ რუსებმა ყაზახური გამოცდილება უკრაინაშიც გამოიყენონ. უკრაინაშიც სიტუაცია არეულია და თავისუფლად შეუძლია ის ოლიგარქები გადმოიბიროს, რომლებიც დღეს უკრაინას რეალურად მართავენ. მათი მეშვეობით მოახდნონ სახელმწიფო გადატრიალება და უკრაინა თავის გავლენის სფეროში მოაქციოს.

„მეჩვენება, რომ რუსები და ამერიკელები კონსენსუსამდე მივლენ, ოღონდ რა იქნება ეს, ამ მომენტში უცნობია. ამერიკელებმა წამოაყენეს ნატოს ჩრდილოეთ გაფართოვების ინიციატივაც, რომელიც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზეა საუბარი. ამით რუსეთი კიდევ უფრო გაღიზიანდა და თქვეს, რომ თუ ასეაო, მაშინ ჩვენც სამხედრო აზებს გავხსნით ნიკარაგუაში, ვენესუელასა და კუბაში და არაა გამორიცხული, რომ ოდეკებე-ს აღნიშნული ქვეყნები დაემატნენ. ჩნინეთმაც კი გამოთქვა სურვილი, რომ კოლექტიური უსაფრთხიოების გაერთიანებაში დამკვირვებლის სტატუსით იყოს.

„რუსეთისა და ჩინეთის მლაპარაკებები კულისებს მიღმა მმდინარეობს და კოორდინირებას ახორციელებენ. აშშ-რუსეთის მოლაპარაკების ფონზე, ჩინელები სიტუაციას აკვირდებიან.

„ამ მოლაპარაკებების პროცესში უკრაინისგან განსხვავებით ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, საქართველო მემგონი საერთოდაც ამოვარდა. საკითხიდან ამოვარდა მოლდოვაც, რადგან პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოში შესვლას არ აპირებს, რაც ამ ეტაპზე რუსეთისთის სავსებით დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ თითქოს ვბაიბუქობთ და ნატოში შესვლა გვინდა, მაგრამ რეალურად ჩვენი მოქმედებებიდან გამოდის, რომ შესვლა არ გვინდა და მე მგონი ამერიკელებიც ამას ხვდებიან. ბუნემბრივია დასავლეთი ამ პროცესსსაქართველოს ხელისუფლების აქტიურობის გარეშე არ დაიწყებს. ზელენსკის ხელისუფლებამ მოლაპარაკებებისას სპეციალური მესიჯები და დელეგაციები გაუგზავნა, დაახლოებით ათჯერ ბაიდენს ესაუბრა, მერე ამერიკელებმა დემონსტრაციულად ორი მთავარი სამხედრო მრჩეველი დაუნიშნა და ხუთასი მილიონის სამხედრო დახმარება გამოუყო.

„როცა უკრაინა აქტიურობს და პირდაპირ ეუბნება, რომ ჩვენ თქვენთან ვართო და ნატოზე უარს არ ვამბობთო, ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ?" - განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე