ხატია ბერიძე
(11.01.2022)

აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების ორშაბათის შეხვედრა ანალიტიკოსებმა უკვე შეაფასეს, როგორც „დაზვერვა ბრძოლით". მხარეების პოზიციები უცვლელია უკრაიასთან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებასთან დაკავშირებით. თუმცა უახლოეს დღეებში გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა და ასევე მოლაპარაკება ეუთო-ს ფარგლებში, სადაც შესაძლოა გარკვეული შეთანხმების კონტურები გამოიკვეთოს.

ორშაბათის შეხვედრის შემდეგ ორივე მხრიდან მკვეთღი განცხადებები გაკეთდა. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეინ ფსაკის თქმით, ვაშნგტონში ელიან, რომ მოლაპარაკების მიმდინარეობასთან დაკავშრებით რუსეთის ხელისუფლება დეზონფორმაციების გავრცელებას დაიწყებს და ამისთვის ემზადება. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ფსაკის ეს სიტყვები „გულწრფელ თანაგრძნობას" იწვევს.

ამასთან, ოფიციალური მოსკოვი პროცესის დაჩქარებას ითხოვს და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევას კვირეებისა და თვეების განმავლობაში ვერ დაელოდება.

აშშ-ის სახელწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შურმანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი ერთმანეთს 10 იანვარს ჟენევაში შეხვდნენ.

შეხვედრაზე რუსეთმა კვლავ გაიმეორა 17 დეკემბერს წაყენებული მოთხოვნები, რაზეც აშშ-ის მხარე ამბობს, რომ მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ამ საკითხის მიმართ ჩვენს პრინციპულ მიდგომებს შორის დიდი სხვაობა გვაქვს. აშშ-სა და რუსეთს სხვადასხვა ხედვა აქვთ, თუ რა უნდა იქნას გაკეთებული", -თქვა მედიასთან შეხვედრის მერე რიაბკოვმა.

„ჩვენ მტკიცედ ვიდექით უსაფრთხოების იმ შემოთავაზების წინააღმდეგ, რომელიც უბრალოდ არ შეეფერება შეერთებულ შტატებს", - თქვა შეხვედრის შემდეგ შერმანმა.

რუსეთი კვლავ უსვას ხაზს, რომ მათთვის უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში მიღება დაუშვებელია.

„ხაზი გავუსვით, ჩვენთვის აბსოლუტურად აუცილებელია დარწმუნება იმაში, რომ უკრაინა არასდროს გახდება ნატო წევრი. ასე რომ ვთქვათ, მეორე მხარეს არ ვენდობით. გვსურს რკინასავით მყარი, წყალგაუმტარი, ტყვიაგაუმტარი, სამართლებრივად დამავალდებულებელი გარანტიები. არა პირობა, არა დაზღვევა არამედ გარანტიები სიტვებით „უნდა", „აუცილებელია", „არასოდეს გახდეს ნატოს წევრი". ეს რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება", - თქვა რიაბკოვმა.

საპასუხოდ აშშ აცხადებს, რომ არ აპირებს შეწყვიტოს ნატოს ღია კარის პოლიტიკა.

„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ნატოს ღია კარის პოლიტიკა მიაჯახუნოს, რაც ნატოსთვის მუდამ მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ არ ვიტყვით უარს აშშ-სთან მუშაობის სურვილის მქონე სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე და ჩვენ არ მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის გარეშე, გადაწყვეტილებებს ევროპაზე - ევროპის გარეშე ,გადაწყვეტილებებს ნატო-ზე - ნატო-ს გარეშე", - განაცხადა შერმანმა.

რუსულმა მხარემ ასევე გამოთქვა უკმაყოფილება იმით, რომ აშშ-ს არ სურს დაინახოს, რომ შექმნილ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება სასწრაფო და გადაუდებელი საქმეა. რიაბკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების ბოლო ვადა არ არსებობს, რუსეთი არაა მზად კვირეები ან თვეები იცადოს. რუსული მხარის თქმით, მათ სურთ ნატოს მხრიდან ნაბიჯების დანახვა და თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს მათსავე უსაფრთხოებას დააზიანებს.

რიაბკოვის თქმით, თუ მოლაპარაკებები სრულად ჩავარდა, რუსეთს სამხედრო- ტექნიკური პასუხი ექნება მზად, რაშიც, სავარაუდოდ, ევროპის საზღვრებთან ახლოს საშუალო მანძილის ბირთვული რაკეტები განლაგება იგულისხმება.

შერმანმა კი ხაზი გაუსვა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს სხვა სახელმწიფოს საზღვების ძალით შეცვლის უფლება და რუსეთს უკრაინის საზღვრებიდან ჯარის უკან გაყვანისკენ მოუწოდა. მან ასევე ახსენა, რომ მოლაპარაკებების დროს ამერიკული მხარე მზად იყო რუსეთთან განეხილა სამხედრო წვრთნების მასშტაბების შემცირების საკითხი.

შერმანმა შეხვედრაზე გამართულ დებატებს გულწრფელი და პირდაპირი უწოდა. რიაბკოვმა კი განაცხადა, რომ პროცესი რთული, მაგამ პროფესიონალური იყო და აშშ მათ წინადადებებს სერიოზულად მიუდგა. მისივე თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების პროგრესთან დაკავშირებითგადაწყვეტილებას ნატოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს შეხვედრაც ამ კვირაში ბრიუსელში გაიმართება.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პირველი შეხვედრა, რომელიც აშშ-სა და რუსეთს შორის გაიმართა, დიდი გარღვვების მომტანი არ ყოფილა, მაგრამ მხარეებს შორის კონსესუსის ნიშნები გამოჩნდა.

„პირველი მოლაპარაკება, როგორც წესი, დიდი შეთანხმების მომტანი ვერასდროს არის ხოლმე და გამონაკლისი არც ამ შეხვედრის დროს ყოფილა. ვფიქრობ მთავარი გარღვევები შესაძლოა ორ მომდევნო შეხვედრაში დავინახოთ, რომლებიც ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ეგიდით გაიმართება.

„ორშაბათის შეხვედრაზე კი შემიძლია ვთქვა, რომ მხარეებს შორის იყო „დაზვერვა ბრძოლით". ასევე აღინიშნებოდა ის მუხტიც, რომ შესაძლოა მხარეები კონსესუსამდე მივიდნენ, თუნდაც რუსეთმა შეამციროს სამხედრო წვრთვნების სიხშირე უკრაინის საზღვარზე.

„მხარეებმა მოლაპარაკების დროს გამოიყენეს ე.წ. ჰელსინკის პროგრამა და მოლაპარაკება აღნიშნულის მიხედვით გააგრძელეს. ძირითადი განხილვის თემა მაინც უკრაინა იყო, რაც საქათველოს მხიდან სასიხაულო ამბავი ნადვილად არ არის. ჩვენი ხელისუფლება ატარებს რუსეთის პოლიტიკას და ამერიკას ყოველგვრ გზას უკეტავს. ანუ გამოდის, რომ არ ვიცით საქართველო საითაა და ვერც იმას ვხედავთ, რომ ჩვენი მთავობა ამ საკითხის გააქტიურებს აპირებს. მედია კი ამ საკითხებს არააქტიურად აშუქებს, რაც ცუდია. ასეთ გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მედიამაც და ხელისუფლებამაც", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე