თამთა ჩაჩანიძე
(21.07.2020)

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მსხდომი 20-მდე მგზავრი მძევლად აიყვანა და ითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა და სახელმწიფო ინსტიტუტების მეთაურებმა „იუთუბზე" ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები" არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი დანაღმულია, მამაკაცი კი აცხადებს, რომ მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ხალხმრავალ ადგილზე აქვს დამონტაჟებული.

ინციდენტს მალევე ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე" გამოეხმაურა, მისი თქმით, საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დასრულდეს.

„საგანგაშო ინფორმაციაა ლუცკიდან. დილით, 09:25 საათზე პოლიციის განყოფილებაში მამაკაცმა დარეკა და თქვა, რომ ავტობუსი გაიტაცა, ტრანსპორტში მყოფი ადამიანები კი, მძევლებად აიყვანა. ოპერაცია „მძევალი" ამ წუთებში მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება, რომ სიტუაცია მსხვერპლის გარეშე დარეგულირდეს", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავტობუსში მსხდომი ხალხის მძევლად აყვანამდე, მამაკაცმა რამდენჯერმე გაისროლა, არის თუ არა მსხვერპლი ან დაშავებულები, ამაზე ინფორმაცია ჯერჯერობით არაა გავრცელებული, სამართალდამცავებმა ქალაქის ცენტრი გადაკეტეს, მობილიზებულია პოლიცია და ინციდენტის ადგილზე კი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი მივიდა.

როგორც უკრაინის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსის მოადგილემ ანტონ გერაშჩენკომ თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, მამაცაცმა რომელიმაც ავტობუსი მძევლად აიყვანა, სამართალდამცავებს თავი გააცნო, როგორც „მაქსიმ პლოხოი" („მაქსიმ ცუდი").

გერაშენკოს თქმით, ტერორისტმა პოლიციას ადგილობრივი დროით, დილის 9:25 წუთზე დაურეკა და ეს სახელი უთხრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე